პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ნასამართლევი პირებისა და გამგებელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს
კორუფციის მიმართულებით ნასამართლევი პირებისა და გამგებელის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად, რომელზეც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მთავრობასა და უმრავლესობას ვადა ორშაბათამდე მისცა.
ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა გუშინ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ხაბეიშვილი იმითაც დაინტერესდა, უმრავლესობის წევრებს და ქალაქის ხელმძღვანელობას ჰქონდა თუ არა ინფორმაცია დედაქალაქის მთავრობაში ნასამართლევი ადამიანების შესახებ ან ინფორმაცია მოქმედ გამგებელზე, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.
„კონკრეტულად სისხლის სამართლებრივი კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება - სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარა. ასეთ გამგებელს, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას საქმე აქვს აღძრული, თქვენ მხარი დაუჭირეთ. ახლა მე არ დავასახელებ იმ კონკრეტულ გამგებელს, არც იმათ, რომლებიც კორუფციის მიმართულებით არიან ნასამართლევი. ორშაბათამდე დედაქალაქის მთავრობას და უმრავლესობას გაძლევთ გონივრულ ვადას, მიიღოთ გადაწყვეტილება და ეს ადამიანები ჩამოაშოროთ თანამდებობას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის განცხადებას ,მოგვიანებით, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უპასუხა. ხმალაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობს.
„საქმე რომ აღძრულია, არ ნიშნავს, რომ უნდა გავათავისუფლოთ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს. საკითხს ასე ნუ გვიყენებთ, რომ ორშაბათამდე გაქვთ დრო. რა ხდება ამ ორშაბათს, იქნებ მითხრათ, მეც ვიცოდე“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


