სამართალი
”ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
”ნაციონალური მოძრაობა” მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონი ლარის მიღების თაობაზე სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პირველ რიგში მოსამართლეს უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.
”ეს არის უპრეცედენტო, როდესაც სახელმწიფო მოსამართლეს უხდის ქრთამს იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს თავისუფალი მედია, კერძოდ ”რუსთავი 2”. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს მოსამართლეს, რომელიც არის კორუმპირებული და წყვეტს ადამიანების ბედს. ასევე უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ასეთი ბინძური მოქმედებით ჩრდილი მიაყენეს სასამართლოს, თუმცა სასამართლო უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილს შეუქმნას ყველანაირი კომფორტი. ეს ძალიან საგანგაშოა და აქ არავითარ ევროპულ ღირებულებებზე საუბარი არაა”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, გამოძიების დაწყების და მისი ობიექტურად წარმართვის იმედი არა აქვს.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მეორე ინსტანციის სასამართლოში ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


