პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კიევში მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აღნიშნა, პარტია მოუწოდებს საქართველოს ყველა პატრიოტს, ხვალ 14:00-ზე გამოვიდეს და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში.
„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა დ ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.
მიხიელ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე.
სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაიცონალური მოძრაობა“ გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ 14:00-ზე, რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. გამოწვევა მიღებულია, წინ გამარჯვებისკენ“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


