პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ჯგუფმა უნდა მიიღოს საქმესთან დაკავშირებით ყველა დეტალი, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა, საჯაროდ არ გაახმოვანოს.
”ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ საქმით. ჩვენ ვიცით რაოდენ დიდ როლს თამაშობს მისი უწმინდესობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებისთვის. ეს საქმე არის უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის. ჩვენ მოველით, რომ პროკურატურა მოგვაწოდებს ინფორმაციას. კარგი იქნებოდა სპეციალური ჯგუფიც შექმნილიყო პარლამენტში, რომელსაც ყველა ის დეტალი ექნება, რომელიც პროკურატურამ ამ ეტაპზე შესაძლოა საჯაროდ არ გააჟღეროს. მოველით, რომ პროკურატურა სხვა დეტალებსაც გაგვაცნობს მომავალში, რადგან საქმე არის ძალინ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


