პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობა” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
“ნაციონალური მოძრაობა” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ეკა წამალაშვილმა განაცხადა, გაზპრომის შვილობილი კომპანიისთვის ავტორიზაციის უფლების მინიჭებით ქვეყნის ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას და ოკუპანტ ქვეყანას ქართულ საინფორმაციო სივრცეს უთმობს.
„საგანგაშოა, რომ გაზპრომ მედიის НТВ плюс-თვის ავტორიზაციის მისანიჭებლად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უხეშად დაარღვია კანონი. გაზპრომმედიაჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის ამავე დროს გაზპრომის ხელმძღვანელი მილერი, პუტინის უახლოესი გარემოცვიდან.
ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური, რადგან ივანიშვილის ,,ქართული ოცნების “ მითითებით, აღნიშნულმა კომისიამ კანონი დაარღვია და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეუქმნა,“ - განაცხადა ეკა წამალაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


