პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მისვლას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პარლამენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მისვლას ითხოვს.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღების საკითხი გარკვეულ დინამიკაშია მოსული, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული საკითხი ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს უკავშირდება, საგარეო უწყების წარმომადგენლებმა პარლამენტს აღნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
„უკვე მივეჩვიეთ, რომ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გვესმის, იმ პროცესებსა და მოლაპარაკებებზე, რომელიც იმართება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. როგორც ჩანს, პრინციპული საკითხი, რომელიც იდგა ყოველთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც გულისხმობს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებას, რაღაცა დინამიკაში არის მოსული.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავერკვიოთ რასთან გვაქვს საქმე. არის თუ არა ეს რეალურად მორიგი მცდელობა რუსეთის, რომ თავი დაიძვრინოს ვალდებულების აღებისაგან. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ფორმით, ერთი შესაძლებლობა ეს არის, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მოხდეს დაფიქსირება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების, როგორც ოფიციალური მხარის და სწორედ მათ აიღონ საკუთარ თავზე ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც იქნება უკიდურესად დამაზიანებელი არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის, არამედ ჩამოშლის არქიტექტურას, რომელიც შექმნილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად.
ასევე არსებობს საფრთხე, რომ რუსეთმა მოძებნოს რაიმე გზა, რითაც ის გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და ამის სანაცვლოდ შეეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას ჟენევის ფორმატში. სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პარლამენტის წევრებს, გვაქვს დღეს ვალდებულება, რომ სრულად გავერკვიოთ იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს ჟენევაში. მე მესმის, რომ საერთაშორისო ფორმატებს აქვს თავისი სპეციფიკა, ხშირად შესაძლოა, საჯარო საუბარი ყველა დეტალზე იყოს რთული და სწორედ ამიტომ მინდა, მოვუწოდო საგარეო კომიტეტს, მოიწვიოს უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ის ხალხი, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში. თუ გნებავთ, მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები დახურულ რეჟიმში მოვისმინოთ. ფაქტია, რომ რუსეთის პრესაში ვრცელდება სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ ჩვენი საერთო ინტერესია, გავერკვიოთ ყველა დეტალში, იმიტომ რომ აქ საკითხი შეეხება ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


