პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის ალტერნატიული ვერსიით გამოდის
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის ალტერნატიული ვერსიით გამოდის. პარტიის წევრის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, პარლამენტის ორმა წევრმა და სახალხო დამცველმა უნდა განახორციელონ მონიტორინგი მოსმენების განმახორციელებელი ორგანოს საქმიანობაზე.
„პარლამენტის ორ წევრსა და სახალხო დამცველს ექნებათ ნებისმიერ დროს ამ სისტემასთან, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით წვდომის საშუალება. ჩვენ არ გავქვს იმის ილუზია, რომ უმრავლესობა გაითვალისწინებს ამ ინიციატივას“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.
საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილი კი ინიციატივით გამოდის, რომ ამ მაკონტროლებელ ჯგუფში ასოციაციის წარმოამდგენელიც შედიოდეს.
„მე მაქვს კონკრეტული წინადადება, რომ აუცილებლად, როცა იქნება შემოწმებაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრა, იქ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ ადვოკატთა ასოციაცია აღმასრულებელი საბჭოს წარმოამადგენელს უფლება უნდა ჰქონდეთ, 24 საათში სხვა პირებთან ერთად ნებისმიერ დროს გააკონტროლოს, ხდება თუ არა ფარული მიყურადება“, - თქვა ხატიაშვილმა.
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს პრეზიდენტმა 20 მარტს ვეტო დაადო. მიზეზად მან დაასახელა, რომ ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანო ისევ სუს-ის კონტროლის ქვეშ იქნება, აგრეთვე მან ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ ვალდებულებებზე, რაც ეს კანონი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


