პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ, არსებობს საფუძველი, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს - არჩილ გორდულაძე
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ. ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ეს პარტიები და ეს ადამიანები კანონგარეშე მოქმედებენ და ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად უკვე გამოკვეთილია ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის შეტანის საფუძველს ქმნის. ამავე დროს დაველოდებით, რომ კომისიამ საქმიანობა დაასრულოს. ერთ-ერთი საფუძველი იქნება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაც და თუ გამოკვეთილი იქნება მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, ეს კიდევ ერთი საფუძველი იქნება იმის, რომ საქართველოს მტრული პარტიების საქმიანობა აკრძალული იყოს. არავის ექნება თვალთმაქცობის შესაძლებლობა, რომ პარტიები დააფუძნოს და „ნაცმოძრაობა 2“ ან სამი გახდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ ამ მიმართულებითაც მომზადებულია ცვლილებები კანონმდებლობაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ სატელიტებში, არჩილ გორდულაძე პასუხობს, რომ ამაში ყველა ის პარტია იგულისხმება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ განაყარია.
„ამ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, ისინი, რეალურად, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. მათ მოუწევთ, პასუხი აგონ სამართლებრივადაც საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


