პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნების შემდეგ საქმიანობას ცალ-ცალკე გააგრძელებენ - გრიგოლ ვაშაძე
არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საქმიანობას გააგრძელებენ ცალ-ცალკე, როგორც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სუბიექტები, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ვაშაძე ამომრჩევლებს ქობულეთსა და ჩაქვში შეხვდა. კითხვაზე შედგა თუ არა დამატებითი შეთანხმება ჰელსინკში ორი პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს, ვაშაძე პასუხობს, რომ ვისაც ეს აინტერესებს, უნდა წაიკითხოს ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმი.
„თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ მემორანდუმი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ შუამავლობით იქნა ხელმოწერილი, ეს ეხებოდა მხოლოდ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს, რის შემდეგაც ეს პარტიები ცხოვრებასა და მოღვაწეობას გააგრძელებენ, როგორც სრულიად სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები, რომლებსაც არ აკავშირებთ არაფერი, არც ორგანიზაციული, არც იდეოლოგიური, გარდა იმისა, რომ ორივე მიეკუთვნება „ევროპის სახალხო პარტიის“ ოჯახს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მიხვდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


