პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებისთვის გაურკვევლობას და დაბნეულობას ასხივებდა - გიგი უგულავა
გიგი უგულავა თანაპარტიელებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. როგორც უგულავას საჯარო წერილშია ნათქვამი, შედეგისთვის, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო, სიყალბის ყველა ნაცადი თუ ინოვაციური მეთოდი იქნა გამოყენებული. თუმცა, უგულავას აზრით, ,,ქართული ოცნება“ არჩევნებში გაყალბების გარეშეც მოიპოვებდა გამარჯვებას.
,,მართალია, ცესკო პირდაპირ სუსის განყოფილებად იქცა, მთავარი მანიპულაცია მაინც არჩევნებამდე მოხდა. ,,სახელმწიფო გადატრიალების", ,,რევოლუციური სცენარების", ,,გვირაბების თხრის" კამპანია კანონის და პოლიტიკური ტაქტიკის ფარგლებში იქნებოდა, რომ არა, აშკარად ჩადენილი და სამუდამოდ გამოუძიებელი დანაშაულები - უკანონო და დამონტაჟებული ჩანაწერების გამოქვეყნება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იარაღის საბადოების ,,აღმოჩენა", ჩანერგილი თუ დაშანტაჟებული ,,ზონელების" მამხილებელი ,,თვალის ახელები" და, რაც მთავარია, წმინდა წყლის პოლიტიკური ტერაქტი - გივი თარგამაძის აფეთქება. დიახ, ის მხოლოდ შემთხვევამ ან ღმერთმა (რწმენისა და გემოვნების საკითხია) გადაარჩინა. დამკვეთმა ის და სხვა დაზარალებული ადამიანები სასიკვდილოდ გაწირა. ამ ყველაფერმა ისედაც მუდმივად რაციონალურობის ზღვარზე მყოფი საქართველოს არჩევნები სრულიად ირაციონალურ კატეგორიაში გადაიყვანა.
ამასთანავე, მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და ,,ქართულ ოცნებას" ამ ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც შეეძლოთ გამარჯვება და მოიგებდნენ. ამით მათ მხოლოდ საკუთარ უმწიფრობას გაუსვეს ხაზი. ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას“, - წერტს გიგი უგულავა და აღნიშნავს, რომ ნაციონალურტმა მოძრაობამ წინასაარჩევნოდ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა.
,,არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩვენს მომხრეებში აქტიურად განიხილებოდა საკითხი - რა როლი ითამაშა მიშას მიერ დაანონსებულმა - მე გადმოვცურავ ზღვა-ს. თავისთავად ცხადი იყო, რომ თუ ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს მოიგებდა, მიშა სააკაშვილი აიღებდა ოდესა-თბილისის რეისზე ბილეთს და შეძლებდა დაუბრკოლებდად ჩამოსვლას სამშობლოში, მშობლიურ ქალაქში. ისევე როგორც, მაგალითად, მე გიგი უგულავა, და სხვებიც დავტოვებდით საპატიმროებს. მაგრამ პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე - ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში“, -წერს გიგი უგულავა და აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ამომრჩევლებისთვის ,,გაურკვევლობას და დაბნეულობას ასხივებდა“.
გიგი უგულავას თქმით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები.
მე კარგად მესმის, თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს. მეტიც, მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა - თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უმდა ჩატარდეს არჩევნები", - წერს უგულავა
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


