პოლიტიკა
ნაციონალური მოძრაობა 14 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს
ნაციონალური მოძრაობა 14 ოქტომბერს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს. - განცხადება ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა პუშკინის სკვერში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები შაბათს, 14:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან.
„რა ხდებოდა დღეს თბილისის საკრებულოს შენობის წინ - ჯერ საკრებულო მთლიანად გამოკეტეს, როგორც ერთი ჯიხური, შიგნით შეიყუჟნენ და მიიღეს გადაწყვეტილება. ჩვენი დეპუტატები შენობიდან გამოყარეს, მათ შორის ძალის გამოყენებით და რა ხდებოდა შენობის გარეთ, ამას ხომ მაყურებელი თვალს თავად ადევნებდა. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე.
დღეიდან პუშკინის სკვერი არის ივანიშვილის „გარაჟი“ და ბოტანიკური ბაღი კი ივანიშვილის პირადი ბოსტანი - ეს გააკეთა დღეს საკრებულოს უმრავლესობამ”,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე 10-მდე ადამიანია დაკავებული და პარტიის წევრებს მათი ადგილმდებარეობის დადგენა უჭირთ.
„დღეს ვერ მივაღწიეთ შედეგს? ხვალ მივაღწევთ. ხვალ ვერ მივაღწევთ? ზეგ მივაღწევთ, ოღონდ აუცილებლად მივაღწევთ. ვაანონსებ შაბათს, 14:00 საათზე, ფართომასშტაბიან და მრავალათასიან აქციას. რუსთაველის მეტროსთან ვიკრიბებით ყველა, რათა დავიბრუნოთ თბილისის დაკარგული ტერიტორიები“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


