პოლიტიკა
ნაციონალებმა კოდორის ხეობაში მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მილიარდ ორას მილიონ დოლარზე მეტი გაათეთრეს- ემზარ კვიციანი
პატრიოტთა ალიანსის წევრის პარლამენტარ ემზარ კვიციანის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კოდორის ხეობაში მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მილიარდ ორასი მილიონ დოლარზე მეტი გაათეთრეს.
როგორც კვიციანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თემაზე მომუშავე ნდობის ჯგუფში მოხვედრის შემთხვევაში, იმ მასალებზე გრიფის მოხსნას მოითხოვს, რომელიც, მისივე განცხადებით, 2006-2008 წლებში კოდორის ხეობისთვის გადარიცხულ თანხებს უკავშირდება.
„მე მაინტერესებს, რა თანხები იყო კოდორის ხეობისთვის გათვლილი, როცა მე გუბერნატორი ვიყავი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უამრავი ფული გაათეთრეს. ნდობის ჯგუფში ჩემი ყოფნის შემთხვევაში, მე სრული უფლება მექნება მოვითხოვო გრიფის მოხსნა და გავიგო, თუ რა ფულს ათეთრებდნენ ნაციონალები. მე ვიცი, რომ მილიარდ ორასი მილიონი დოლარზე მეტი მათ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში გაათეთრეს“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


