პოლიტიკა
ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები არ უნდა ჩავთვალოთ პრორუსულებად - პრეზიდენტი
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის მეორე დღე გახსნა.
პრეზიდენტმა ძირითადად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ალიანსისადმი სკეპტიციზმი რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს ახსნილი. ერთ-ერთი მათგანია რუსული პროპაგანდა.
„სკეპტიციზმი, ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ყველა მოველოდით უფრო სწრაფ პროცესსა და იყო აწეული თამასა. მეორე მხრივ, თვითონ ნატოს გაერთიანებისა და მდგრადობის ნაწილში კითხვები ისმება საერთაშორისო მედიაში, თუ რამდენად ძლიერია ალიანსი ამ ეტაპზე, იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც რუსეთისგან მოდის. მესამე არის ამაზე დაფუძნებული რუსული პროპაგანდა, რომელიც მთელ ამ სირთულეებს აზვიადებს და აქცევს სკეპტიციზმად. ეს არის ის რეალობა, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გააჩნია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ფორუმზე კითხვა-პასუხის დროს.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, განსაკუტრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების გზა ნატომდე. პრეზიდენტის განცხადებით, „ბალტიისპირელი მეგობრები მუდმივად გვიზიარებდნენ თავიანთ სირთულეებს“.
მარგველაშვილის შეფასებით, ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი არ ნიშნავს პრორუსულს.
„არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ადამიანები არიან პრორუსულები. სკეპტიციზმს გააჩნია თავისი ობიექტური საფუძველი, მაგრამ მიზნის მიღწევას სჭირდება მდგრადობა და ამ მდგრადობის მაგალითი უკვე არსებობს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


