პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გამყოფ ზოლში არსებულ ვითარებას გაეცნო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ოკუპირებულ ახალგორთან ახლოს მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა. მათ ადგილზე არსებული ვითარება სუს-ის წარმოამდგენლებმა და პარლამენტარებმა გააცნეს, მათ ასევე ჰქონდათ საშუალება, ენახათ თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პორტუგალიის პარლამენტის დეპუტატმა, ჯულიო მირანდა ქალემ იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდება.
„2008 წლის მოვლენებს აქტიურად ვადევნებდით თვალს. ახლა აქ ყოფნა მაგონებს იმას, რაც კორეაში ვნახე, საზღვარი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის. ახლაც იგივე მწუხარების შეგრძნება მაქვს. ვფიქრობ იმ ხალხზე, რომელიც აქ ცხოვრობს და, რომლებსაც გადაადგილებისა და ოჯახების ნახვის საშუალება არა აქვთ. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანი მოგვარების გზებს ვიპოვით“, - განაცხადა ქალემ.
შეგახსენებთ, გუშინ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


