პოლიტიკა
ნატოს ჩვენც შეგვიძლიათ რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა - ირაკლი სესიაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ნატოსთან არა მარტო საერთო გამოწვევები აერთიანებთ, არამედ ღირებულებებიც.
ამის შესახებ სესიაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პაოლო ალისთან და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივან დევიდ ჰობსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი ნატოა საქართველოში. მე მივესალმები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
მართლაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნატოსთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ნატოსგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ნატოს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ და ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, დიდი სიხარულით მივესალმები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტს საქართველოში და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


