პოლიტიკა
ნატომ და ევროკავშირმა არ უნდა თქვან უარი გაფართოებაზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
მან ყურადღება გაამახვილა ახალ კონსტიტუციაზე. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა პარლამენტის მნიშვნელობას მეტად გაზრდის.
რაც შეეხება საქართველოს საგარეო პრიორიტეტებს, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ცხადყოფს, რომ ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს მისდევს.
რეგიონულ გამოწვევებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა. მან მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება მიაქციოს რუსეთის ქმედებებს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.
„საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე. საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია უმნიშვნელოვანესია, რათა რუსეთს მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ევროპაში საზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით - მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რადგან უზრუნველყოფს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფანი. კობახიძის შეფასებით, ეს ევროპის ენერგომომარაგების გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ეფექტური მარშრუტია.
კობახიძის თქმით, ევროკავშირმა და ნატომ უარი არ უნდა თქვან გაფართოებაზე. მან განაცხადა, რომ ალიანსების თანამშრომლობა რაც შეიძლება მეტ არაწევრ ქვეყანასთან გააძლიერებს და განამტკიცებს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ეკონომიკურ განვითარებას, თავდაცვასა და მდგრადობას.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაც.
„არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან თუნდაც, დროებით შეჩერება, გამოიწვევს ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოშობას“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო აფასებს მეგობარი ქვეყნებისა და მოკავშირეების უწყვეტ მხარდაჭერას უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინტენსიური რეფორმების განხორციელების ისტორიულ გზაზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


