უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 ივლისი, 2017 11:50
font-size

ნატო ჩხეიძე გაჭირვებული ხალხის მუსიკის მოსმენისთვის დაჯარიმებას გაუმართლებელად მიიჩნევს

„ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ამ კვირაშიც ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ამ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა ვერ მივიღე. არადა, სიტყვით გამოსვლას ვგეგმავდი,“ - ასე ეხმაურება დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტის მიერ „ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას, რომელსაც, როგორც დეპუტატი წერს, „მდაბიურის ენით „ ხმაურის კანონად“ მოიხსენიებენ“.

„ჩემი მომავალი წიგნის ერთი თავის სათაური უკვე მონიშნული მაქვს: „ის, რაც ვერ ვთქვი“. და ასეთი კი საკმაოდ დამიგროვდა სხვადასხვა მიზეზის გამო, და ჯერ ერთი წელიც არ გასულა,“ - წერს ჩხეიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და ზემოხსენებულ თემაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„საზოგადოებაზე ზრუნვა, ცხადია, პარლამენტის მოვალეობაა, ანუ საზოგადოებისათვის სასარგებლო კანონების მიღება და ეს კანონპროექტიც, ერთი შეხედვით ასეთია, - შეწუხდა ხალხი ხმაურით, ხალხის უმრავლესობაო, გვეუბნებით და უნდა მივიღოთ ზომები, ანუ შესაბამისი კანონიო. კეთილი, მაგრამ რა ზომებია ეს და რა საშუალებით უნდა მივაღწიოთ ასე ნანატრ სიმშვიდეს?

კარგია ის, რომ პირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, შესწორება შეგიტანიათ პროექტში და „აკუსტიკური ხმაურის განმარტება“ მთავრობის მიერ უნდა მოხდეს და ასევე, „ხმაურის დასაშვები ნორმებიც“ უნდა განისაზღვროს მთავრობის მიერ და იმედია, მთავრობა ამას მოახერხებს კიდეც, რადგან სხვანაირად პრობლემა შეიქმნება კანონის აღსრულებისას.

გაუგებარია, რომ ეს ფუნქცია, ანუ კონტროლი, რატომ ევალება პოლიციას 2018 წლის 1 აპრილამდე და ჰქვია ამას: „გარდამავალი პერიოდი“ მაშინ, როცა მერიის ზედამხედველობის ორგანოებს ახლაც აქვთ დებულებით განსაზღვრული ხმაურის კონტროლი.

და ამ კანონპროექტით, „გარდამავალი პერიოდის“ დასრულების მერე ეს ფუნქცია ისევ დაუბრუნდება მერიის ზედამხედველიბის სამსახურს და კიდევ - გარემოს დაცვის შესაბამის დეპარტამენტს, ანუ ორივეს. როგორ განისაზღვრება ფუნქციები მათ შორის, ჯერაც დაუზუსტებელია, მაგრამ უფრო გაუგებარია ეს „გარდამავალი პერიოდი“. რისთვის არის გარდამავალი და რას უნდა შეუწყოს ხელი? - სავარაუდოა, რომ გაძლიერებულ კონტროლს და ჯარიმების დაკისრებას, ჯარიმებისა, რომელიც ჩადენილ სამართალდარღვევის ხარისხთან შედარებით არაპროპორციული.

აი, შეადარეთ: განმეორებით ზედმეტი ხმაურისა ან პიროტექნიკის გამოყენებისას ჯარიმა იურიდიული პირებისათვის არის 1000 ლარი, მაშინ როცა „სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოლოგიური ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეიბაში იმ პირის მიერ, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება“ - არის ზუსტად 1000 ლარი.

ვფიქრობ, აშკარად უზარმაზარი ჯარიმაა ხმაურისა და პიროტექნიკის გამოყენებისას, თანაც, ძირითადად, ეს დამსჯელი ღონისძიებები ხომ განხორციელებული იქნება კაფე-ბარებისა და რესტორნების, ანუ ადგილობრივი ბიზნესის მიმართ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა არ გამოირჩევა დიდი ბიზნესის სიმრავლით და მოქალაქეების ძირითადი დასაქმების საშუალება საშუალო და მცირე ბიზნესია და თუ გაუმართლებელი ჯარიმები დაწესდება, თანდათან გაღატაკდებიან და მერე არც არაფერი იქნება წასაღები.

ჩვენი პარლამენტი, სამწუხაროდ, არ გამოირჩევა ადგილობრივი ბიზნესის დაცვით;

„ნაციონალური მოძრაობის“ ძველი და ახალი ფრთა უცხოური ბიზნესის ლობისტებად გვევლინება - ეს მათი არჩევანია და არც „ოცნებაა“ შორს მსგავსი ზრახვა-ქმედებისგან... და ბარ-რესტორნების ასეთი დიდი თანხით დაჯარიმება მეტისმეტი მგონია.

„ლიბერალიზაცია“ კარგი სიტყვაა და მარტო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ უნდა ვიყოთ ლიბერალები? და რატომ არა ხმამაღალი მუსიკის მოყვარული მსმენელების მიმართ? იმ კაფე-ბარებში მარტო დალხინებული ხალხი ხომ არ დადის - კაცი ღამეს რომ გაათევს და მეორე დღეს 12 საათზე გაიღვიძებს, ის ან უმუშევარია და დაუსაქმებელი ან ცოდნის გარკვეულ ნაკლებობას განიცდის და შესაბამის თუ სასურველ ადგილზე ასევე, დაუსაქმებელია. და კიდევ არაერთი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზია კაცის დაუსაქმებლობისა ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში. დაუსაქმებელი და გაჭირვებული ხალხისთვის 300 ლარის დაკისრება იმიტომ, რომ გულისგადასაყოლებლად მუსიკას უსმენს - სატრფიალოს თუ დარდიმანდულს, გაუმართლებელი მგონია.

გამოდის, რომ მუსიკას თავსა და ფეხს ააყოლებ თუ მარიხუანას ეწევი - ერთნაირად დაისჯები!..

ჩემი შენიშვნები შეიძლება დღეს გადაჭარბებული მოგეჩვენოთ, მხოლოდ ოპონირების გამო თქმული, მაგრამ იცოდეთ, რომ ხვალ და ზეგ ეს გაუმართლებელი სიმკაცრე სერიოზული პრობლემის წინა დაგვაყენებს ყველას,“ - წერს დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და იქვე განმარტავს, რომ იმას, რის თქმასაც, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, პარლამენტში ვერ მოახერხებს, საზოგადოებას სწორედ „ფეისბუქით“ გააცნობს.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი