პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო
ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც წევრი სახელმწიფოები ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორის არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.
ნატოს გენერალური მდივნის - იანს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაც, რადგან აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია როგორც ნატოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატო-ს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


