პოლიტიკა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში მასპინძლობას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს - თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა და განუცხადა, რომ საქართველოსთვის „ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს“ ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში მასპინძლობას.
მხარეებმა მიმდინარე წლის მაისში, თბილისში გასამართ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპარლამენტო ასამბლეა ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში იშვიათად ტარდება, რაც თავის მხრივ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს.
„საქართველოს პარლამენტი, წელს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ამას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს მთლიანდ ქვეყნისთვის, და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტისთვის.
თითქმის უპრეცენდენტოა არაწევრ ქვეყანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება. ეს იშვიათად ხდება და თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდი ყურადღების გამოჩენას და მნიშვნელობის მინიჭებას საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორისთვის. საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება ძალიან დაგვეხმარება ნატოს-თან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომ, ჩვენ ამ ღონისძიებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საქართველოს პარლამენტი, როგორც მასპინძელი მხარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საპარლამენტო ასამბლეამ წარმატებულად ჩაიაროს“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საორგანიზაციო ჯგუფთან.
„ჩვენ, კიდევ ერთხელ, გვქონდა შესაძლებლობა, რომ საორგანიზაციო ჯგუფთან გაგვეცვალა მოსაზრებები, როგორ შეიძლება პარლამენტმა ეს ღონისძიება კიდევ უფრო წარმატებული გახადოს. ყველა დიდი მოლოდინით და ინტერესით ველოდებით საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლებთან თამარ ჩუგოშვილის შეხვედრას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ესწრებოდა.
ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია თბილისში, 26-29 მაისს გაიმართება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


