უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2016 12:15
font-size

ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ესპანელ კოლეგას ალფონსო დასტი კასედოსის შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ესპანეთსა და საქართვეელოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ სფეროში არსებული წარმატებული ურთიერთობა ასევე აისახება სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა კვირის ბოლოს ესპანეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი ვიზიტისა და 2017 წლის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის გამო, რაც მინისტრების შეფასებით ხელს შეუწყობს ესპანეთ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

შემდგომი თანამშრომლობის წარმატებისთვის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ესპანეთის სრულფასოვანი საელჩოს გახსნის აუცილებლობას. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესპანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის.

ალფონსო დასტი კასედოსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, მან აღნიშნა რომ საქართველომ ზედმიწევნით და წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებები და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში დასრულდეს შიდა პროცედურები საბოლოო გადაწყვტილების დროულად მისაღებად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანელი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით თბილისში მიიწვია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი