პოლიტიკა
ნატო ჩხეიძის შეფასება 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით
ოცნების უარი გასაგებია, იმას ამნისტია უფლებამოსილების გადამეტების მუხლის ამნისტირებისთვის უნდა,- ყველა პოლიციელის ანუ შემსრულებლის და ყველა ბრძანების გამცემის, ანუ ოცნების მაღალი რანგის პირების მიმართ. და ხელმომწერი ოპოზიციის უარი რა მოტივით უნდა იყოს განპირობებული? - - ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერი ნატო ჩხეიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
„ სერიიდან: ჩვენი ყოფა, წუთისოფელი
აგერ ტექსტი შეთანხმებისა, საქართველოს წინსვლის გზა რომ ჰქვია.
პოლიტიზირებული ორი შემთხვევა გადაიჭრას ან ამნისტიითო და ან მასთან გათანაბრებული იგივე შედეგის მომცემი ნაბიჯითო.
ამნისტია შეეხოსო 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეულ ყველა დარღვევას და დასჯასო.
ერთი სიტყვით:
თუ ამნისტია იქნებაო, ყველას შეეხოსო, ვინც კი მონაწილეობდა ორივე მხარესო, ანუ მომიტინგეებსაც და მიტინგის დამშლელებსაცო, ყველასო. ასე წერია.
თუ ამნისტია არ გინდათ, მაშინ გაანთავისუფლეთ ეს ორი კაცი რაიმე საშუალებითო.
ერთის გასაანთავისუფლებლად საქართველოს პრეზიდენტის შეწყალება იყო ნაგულისხმები და მეორის გასანთავისუფლებლად ევროპის რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადახდილი გირაო.
გირაოს გადახდაზე ახლახანს დათანხმდა ნიკა მელია და ხელშეკრულებაზე ხელმომწერები ამბობენ, ორივე მხარე, - ოცნებაც და ხელმომწერი ოპოზიციაც, - რომ ეგ ხელშეკრულებიდან გასვლას ნიშნავსო და კიდევ უნდა ველაპარაკოთ ევროპელ პარტნიორებსო.
და რად არის ნეტავ ხელშეკრულებიდან გასვლა?
ხომ წერია: ან ამნისტია და ან მასთან გათანაბრებული იგივე შედეგის მომტანი ნაბიჯიო.
გირაო არ არის იგივე შედეგის (განთავისუფლების) მომტანი ნაბიჯი თუ ხელშეკრულებაში არ წერია?..
არის.
წერია.
აბა რად არიან უარზე?
ოცნების უარი გასაგებია. იმას ამნისტია უფლებამოსილების გადამეტების მუხლის ამნისტირებისთვის უნდა,- ყველა პოლიციელის ანუ შემსრულებლის და ყველა ბრძანების გამცემის, ანუ ოცნების მაღალი რანგის პირების მიმართ.
და ხელმომწერი ოპოზიციის უარი რა მოტივით უნდა იყოს განპირობებული?
კიდევ და კარგად უნდა დავუკვირდეთ მათ ახსნას, რომ მიტივაციას ჩავწვდეთ.
ჰოდა, დავუკვირდეთ...“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.
ფოტო - ამინისტია-ტექსტი

საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


