უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 დეკემბერი, 2020 15:40
font-size

ნატო ჩხეიძემ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარიცხული ხელფასით გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური ლიდერის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატს, ხელფასი დაერიცხა, რომლითაც ხაშურ - ქარელ - გორის სოფლების გაჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადასცა.

„ოცნების ხელისუფლების მუქარის მიუხედავად მაინც ჩარიცხული სადეპუტატო ხელფასი სად უნდა წამეღო, თუ არა ხაშურ- ქარელ- გორის სოფლებში.

სატივე, აგარა, კეხიჯვარი, შინდისი, საქაშეთი, დღეს ჩემს შტაბთან ერთად კიდევ ერთხელ მოვიარე, კიდევ შევხვდი ჩემს ქართლელებს, ნაღვლიანთვალებიან და მხნეგულიან ადამიანებს.

პარლამენტის წევრი ვარ და არა ვარ. მათი დეპუტატი ვარ და არა ვარ. მათი მაინც ყოველთვის ვარ, ჩემიანები მაინც ყოველთვის არიან.

რვა ოჯახი მოვიარე, ერთგან კი რას ვხედავ, - კედელზე ჩემი საარჩევნო ბუკლეტიდან ამოჭრილი ფოტო აქვს გაკრული, “ შევხედავ და იმედი მეძლევა, ნატო, შვილო”, მეუბნება ობლების ბებო.

მე ვერ ვარ მათი დეპუტატი და მაინც ჩემი იმედი აქვს.... შეიძლება გული გაგიჩერდეს ერთდროულად სიხარულისა და პასუხისმგებლობისგან.

შევხვდით, მოვეფერეთ ერთმანეთს, გავამხნევეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ, ახალი წელი მივულოცეთ და სასიკეთო მომავლის მალე დადგომა ვუსურვეთ ერთმანეთს.

ჩვენი სურვილი წრფელია. ჩვენი ცრემლი ანკარაა. ჩვენი ღიმილი იმედიანია. ერთად ვართ და ერთმანეთს გავიტანთ. კაცი კაცითაო, ნათქვამია.

მადლიბა ჩემი შტაბის წევრებს - მაკა ჯაფარიძეს, მაია ახვლედიანს, მაკა ჯანაშიას,
აგრეთვე- როინ მახარობლიძეს, ილია ბურჯანაძეს, ბათუ ქორჩილავას დღევანდელი დღის ორგანიზებისათვის,“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 31 ოქტიმბრის არჩევნებს სრულიად ოპოზიცია გაყალბებულად თვლის.

ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო მანდატზე უარი ოფიციალურად განაცხადა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი