უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 დეკემბერი, 2019 17:05
font-size

ნატო ჩხეიძე: ვთქვი, გაქრა, წავიდა, დალია ჩაილურის წყალი...

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სერიიდან: პარლამენტი და ჩაილურის წყალი

დღეს ბოიკოტი შევწყვიტე ერთი დღით და იურიდიული კომიტეტის სხდომას დავესწარი, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს რომ უყრდა კენჭს.

დიდი აურზაური ატყდა სხდომაზე.

კომიტეტის თავ- რემ ჩვეული სიხისტე გამოიჩინა და არა და არ აძლევდა ყოფილ თავმჯდომარეს დასკვნით სიტყვას.

ყოფილი თავ- რე ახალ თავ- რეს ამაღლებულ კათედრაზე გვერდით მიუჯდა და აუ, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო.

შესვენება გამოცხადდა, მაგრამ მოვლენებს რაღა დააცხრბდა. და ახალმაც ინება და მისცა სიტყვა ძველს, გამოცდილს, გამობრძმედილს, სიტყვიერ თუ ქმედით ბრძოლებში გამოწრთობილს.

მერე კენჭი უყარეს.

მშვენიერი ფარსიც გათამაშდა.

5 კანდიდატი ჩააგდეს, ოღონდ ჩაგდებული რატომ იყო გასულზე უარესი, არ აუხსნიათ და არც არავინ დაინტერესებულა.

წინასწარ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს და ბიუროს წარუდგინეს.

ახლა სესია დაამტკიცებს.

ჰო, არ დამავიწყდეს, - თადუმაძეს და მიქაუტაძეს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდათ., არ ვიცი იმიტომ, რომ ყველაზე მოსარიდებელი ხალხია, არ ვიცი იმიტომ, რომ ყველაზე გავლენიანი, თუმც, ეს ხომ ერთი და იგივეა:)

ეს ჩემი გამოსვლაა.

არც არავინ შემაწყვეტინა და არც არაფერი.

ვთქვი, გაქრა, წავიდა, დალია ჩაილურის წყალი...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი