საზოგადოება
ნატო ჩხეიძე: ცრემლი, ქვა და ნაპირი
პარლამენტრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბაზალეთისა ტბის ძირას… არტეზიული წყალი ცოტავდება და ბაზალეთის ტბის ფართი მცირდება, მცირდება…
“სამ თვეში 1.5 მეტრით გადაიწია წყალმა. აი, ნახეთ მაისში აქ იყო ნაპირი და ახლა სად არისო”- სევდიანად ამბობს ეკა/კატო.
სევდის მეტი რა დარჩენია, რა შეუძლია სევდის მეტი.
ტირილიც შეუძლია, ჩამოჯდება ტბის გადაწეულ ნაპირზე და ტირის. მაგრამ მისი ცრემლი ვერ ამოავსებს ტბას, ვერ დაფარავს ქვა-კენჭიან გადაწეულ სანაპიროს.
ვერც ერთის ბევრი ტირილი და ვერც ბევრის ცრემლად ღვრა ვერ ამოავსებს ტბას.
ბევრ ცრემლს მარტო ის შეუძლია, რომ ეს დასევდიანებული ადამიანები ერთ გუნდათ შეკრას.
გუნდს მეტი შეუძლია, მთიდან წამოსული გუნდასავით მეტი.
პროექტსაც შეუძლია ტბის გადარჩენა, არაგვიდან წყლის მიწოდების პროექტს, - შემსრულებელი თუ აღმოაჩნდა.
შემსრულებელი კი ამა ქვეყნის მმართველები არიან, საქვეყნო სასიკეთო საქმისთვის გული რომ არ მიუწევთ, ისეთი მმართველები.
მათ მოქმედებაში მოყვანას გუნდა ხალხი უნდა, ბევრი ცრემლით შეკრული გუნდა.
ტბის გარშემო წითელი ზოლის არ არსებობისა და შესაბამისი რეგულირების გარეშე დარჩენილი მიწის უდიერად მოხმარების გამო - არტეზიული ჭების სამომხმარებლოდ გამიყენების შედეგად იწრიტება მიწისქვეშა წყლები და ტბამდე ვეღარ აღწევს.
წითელ ზოლის დაწესებას და მიწის ზედა თუ ქვედა სიმდიდრეების გამოყენების რეგულირებას ამა ქვეყნის მმართველთა საქვეყნო სასიკეთო საქმეებისთვის გულისძგერა უნდა.
ამ გულისძგერის გამოწვევას კი ბევრი ცრემლით შეკრული გუნდა თუღა უშველის, , მთის წვერიდან დაგორებული გუნდასავით.
ჯერ კი ბაზალეთის ტბა იწევს და იწევს შიგნით, შუაგულისკენ, იმ სიმბოლური ადგილისკენ, აკვანი რომ გვეგულება, და მის გარშემო ტბის ძირას ოქროს წალკოტი რომ ჰყვავის.
და თუ ბაზალეთის ტბის ნაპირს ვერ ვუსაშველეთ, ქვეყნის მმართველთა გონება ვერ გავანათეთ და გული ვერ ავუტოკეთ, - ტბის ძირის ის წალკოტიც გახმება, აკვანიც დაიშლებს და სირინოზებიც გაქრებიან და ვერც თამარ მეფის ხელით აკვანში ჩაწვენილ ყრმას მივაგნებთ ვეღარსად…
ჯერ ტბის ძირის წაკლოტი ჰყვავის, ჯერ აკვანი ისევ ირწევა…
ჯერ ცრემლად იღვრებიან ეკა/კატოები, მერე გუნდად იკვრება ის ცრემლი, მთის წვერიდან დაგორებულ გუნდასავით და ამა ქვეყნის მმართველთა გულ-გონებისკენ მიემართება.
ჰო, მთის წვერიდან დაგორებულ გუნდასავით…
მერე პროექტიც შესრულდება და წითელი ზოლიც დაწესდება და რეგულირებაც მოწესრიგდება და აკვანიც ისევ ისე ლაღად დაირეევა და სირინოზებიც ისევ უგალობებენ.
და ცრემლად იღვრებიან ეკა/კატოები.
ჯერ მცირდება ტბის წყალი და იზრდება ქვაკენჭის სანაპირო.
ჯერ ქვად ქცევა ემუქრება ბაზალეთის ტბას,
ჯერ…“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


