უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2020 15:42
font-size

ნატო ჩხეიძე წინასაარჩევნო კამპანიას შიდა ქართლში განაგრძობს

ხაშურში, ქარელსა და გორის სოფლებში გაერთიანებული ოპოზიცი - „ძალა ერთობაშია“- ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს.

შეხვედრისას ის ადგილობრივების ძირითად პრობლემებს ისმენს და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების მომტან კონკრეტული გეგმას სთავაზობს და გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას პირდება.

ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დილას მესინჯერში სიმღერა დამხვდა ხაშურზე, “ ჩაგეხუტება, გეფერება, მიგიღებსო...” რეფრენად გასდევდა.

გული მადლიერებით ამევსო...

ჩავიცვი ფეხზე “შეზრდილი” თეთრი ბოტასები და გავეშურე ქართლის მოსაფერებლად...

აი, დაღლაურიც, 6 პექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღები, კრეფენ ვაშლს,
ეს “ამერიკანაო“,
ეს “გოლდენიო”,
აწყობენ ყუთებში და ერთდროულად ნაღვლიან - იმედიანად დაჰყურებენ.

იმედიანად - რომ ეს არის მათი სარჩო და ნაღვლიანად, რომ გაყიდვა ჭირს და ნაქარიც ბევრია.

ეს ბევრი ნაქარი უხარისხო შეწამვლის შედეგია,
უხარისხო წამალი კორუფციის შედეგია,
კორუფციის შედეგი ლარის ინფლაციაა,
ინფლაციის შედეგი მოსახლეობის ნაღვლიანი გამოხედვაა, სადაც იმედიც იგრძნობა, მოახლოებული არჩევნების იმედი.

ეს ხაშურია, “ სტეკლიანის” დასახლება.

იქვე ახლოს მიტოვებული შუშის ქარხანაა, 5 ათასი ადამიანი რომ ყოფილა დასაქმებული ხაშურ-სურამიდან.

გაჩერდა ქარხანა და დაისაქს - დაიფანტა ეს ხალხი, ცხოვრობენ და ვერც ცხოვრობენ, ღმერთის იმედად არიან და... არჩევნების.

“ მივალთ, ერთიც არ დავაკლდებით, ვერც კორონობა შეგვაშინებს და ვერც გურასპაშვილიო”, -გულზე მჯიღს ირტყავს დიდ- პატარა.

პატარაც, აბა, მოყვანილი ყავთ დედ- მამა- ბებიებს და : “ გურასპაშვილი ძია მე არ მიყვარსო,” - ჩუმად მიმხელს ერთი ბიჭუნა.

როგორ ვერ უნდა შევძლო, რომ ამ და სხვა ბიჭუნებმა და კიდევ სხვა გოგონებმა თუნდაც თავისთვის, თუნდაც გულში, ჩუმად თქვან: “ მე მიყვარს დეიდა ნატო”.

ო, ღმერთო, როგორ ვერ უნდა შევძლო...“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი