უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ნოემბერი, 2019 12:30
font-size

ნატო ჩხეიძე: ციხეც გამოიარა.გამოიარა და... თავშეკავება ისწავლა - ძიძიგურის მეტამორფოზა

„თავშეკავებულებში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგურიც, ვინც თთითქოს თავგადაკლული მომხრე იყო ზვიად გამსახურდიასი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის და ციხეც გამოიარა.გამოიარა და... თავშეკავება ისწავლა,“ - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

„სერიიდან: ძიძიგურის მეტამორფოზა

რატომაა კაფკა დიდი მწერალი?

რატომაა კაფკას “ მეტამორფოზა” მნიშვნელოვანი ნაწარმოები?

იმიტომ, რომ მასში სიმბოლურად, უნივერსალური მოვლენაა აღწერილი, კაცობრიობის ყოფის გროტესკული, მაგრამ უფრო მაინც რეალისტური გამოხატულებაა.

იარა, იარა ამ გროტესკულმა უნივერსალმა დროსა და სივრცეში და აქ, საქართველოში ბ- ნ ძიძიგურის არსებაშიც დაემკვიდრა.

აბა სხვანაირად რით უნდა აიხსნას, რომ 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა საჭოჭმანო გამხდარა მისთვის და ხმის მიცემისას თავი შეიკავა.

აკაკი ბობოხიძეს ახსოვს რასაც მისცა ხმა 1991 წლის 9 აპრილს, რომან გოცირიძესაც ახსოვს რას დაუჭირა მხარი 1991 წლის 9 აპრილს.

აი, ზვიად ძიძიგურს კი აღარ ახსოვს, დაივიწყა, გაქრა, განქარდა მისი ხსოვნიდან და ის ადგილი 26 მაისის თაყვანებამ დაიკავა.

სიმბოლურად 26 მაისის და პრაგმატულად - შევარდნაძე- ივანიშვილის თაყვანებამ.

ჩემი დღევანდელი კანონპროექტი და 6 მომხრე და 1 წინააღმდეგი.

105- მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ამ თავშეკავებულებში აღმოჩნდა ზვიად ძიძიგურიც, ვინც თთითქოს თავგადაკლული მომხრე იყო ზვიად გამსახურდიასი, 9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის და ციხეც გამოიარა.

გამოიარა და... თავშეკავება ისწავლა:)

თემა დაიძრა.

9 აპრილის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად ყოფა- ცხოვრებაში, თორემ კონსტიტუციაში ხომ ისედაც დიდი ხანია გვიწერია.

კანონპროექტი ჩავარდა.

ახლა კი ჩავარდა, მაგრამ გავა ეს საკითხი როცა იქნება,

105 თავაეკავებული მაძლევს ამის იმედს:)

მომხრეობის უფლება აბა ვინ მისცათ, “წინააღმდეგი” თავს და მოყვანილ არგუმენტებს ვერ აკადრეს და დარჩა ეს ამდენი თავშეკავება.

მაინც კარგია.

თავშეკავება მომხრეობაში გადაიზრდება.

მერე, როდესღაც...

ადრე თუ გვიან 1991 წლის 9 აპრილი დაფასდება ისე, როგორც კონსტიტუციაში არის ჩაწერილი, სხვათაშორის დასაწყისშივე:)

ახლა კი...

- რას იზამ, კაცნი არიან!..- იტყოდა ხოლმე მამაჩემი, როცა ადამიანები პიროვნულ სისუსტეს ამჟღავნებდნენ.

რას იზამ, კაცნი არიან!..- ვიტყვი მე დღევანდელი სესიიდან გამოსვლისას.

შეიცვლება დრო,

შეიცვლებიან კაცნი.

მაგრამ ზვიად ძიძიგური?..

ამხელა მეტამორფოზა?..

და მაინც: რას იზამ, კაცნი არიან!..

პ.ს.

სხდომას ესწრებოდა 112 დეპუტატი.

მომხრე:
აკაკი ბობოხიძე
ანზორ ბოლქვაძე
რომან გოცირიძე
რომან მუჩიაშვილი
გედევან ფოფხაძე
ნატო ჩხეიძე

წინააღმდეგი:

მამუკა ჩიქოვანი

105-მა დეპუტატმა თავი შეიკავა,“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ნატო ჩხეიძემ პირველი მოსმენით გამოიტანა და მისი მიღების აუცილებლობის თაობაზე ილაპარაკა.

პარლამენტის წევრის ეს ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს შრომის კოდექსიდან იმ ნორმის ამოღებას, რომლითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ განსაზღვრულია 26 მაისი და, შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღად დარჩება მხოლოდ 9 აპრილი.

კანონპროექტი ( ექვსი მომხრე ერთი წინააღმდეგი) არ იქნა მიღებული.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი