უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 დეკემბერი, 2019 15:55
font-size

ნატო ჩხეიძე: თეთრი ბუშტებით თეთრი ხალათი გადაიტანა ქარმა/ ნიავმა ცხინვალში

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

თავისუფლება ვაჟა ექიმს!

ვაჟა გაფრინდაშვილმა ის თქვა სახელმწიფოზე, რაც წესით პრემიერს უნდა ეთქვა, მაგრამ პრემიერმა ის თქვა ვაჟა ექიმზე, რაც სახელმწიფო მოხელეს არ უნდა ეთქვა:

ჩვენ ამას გავუძლებთ, ჩვენ ამასაც გადავიტანთო.

ვერა. ვერ გადავიტანთ.

ამის დასტური ეს აქციაა, ექიმის თანაგრძნობის, მოქალაქის მხარდამჭერი და ერის კიდევ ერთხელ გამაერთიანებელი აქცია.

ექიმი ტყვეობაშია.

სახელმწიფოს ტყვეობისკენ მიაქანებენ.

ექიმი გამოსახსნელია.

სახელმწიფოც თავს დააღწევს.

ვაჟას საფრთხე ყველას საფრთხეა.

ვაჟას შეუპოვრობა ყველას შეუპოვრობის საწინდარია.

ვაჟას შველა ყველას შველაა.

ჩვენ გადავიტანთო, გვამშვიდებს პრემიერი.

ვერ გადავიტანთ, ვერ დავმშვიდდებით, ვამბობთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები.

თეთრი ბუშტებით თეთრი ხალათი გადაიტანა ქარმა/ ნიავმა ცხინვალში, ჩვენი ცხელი სუნთქვა და მხურვალე გულიც თან გაიყოლა ჩვენს ძველ და მომავალ ძმებთან მიიტანს ამდენი ხალხის ნაფიქრალს, ძველ და მომაცალ ძმებთან, ბეცის უკუღმართიბით აწმყო რომ არ გვწყალობს ძმობას.

ამასაც გადავიტანთო, გვარწმუნებს მინისტრთა მინისტრი.

ვერ გადავიტანთ!

ვერ შევეგუებით!

თეთრი ხალათით ნიავს გადააქვს არემარეზე

ხალხის კივილი:

თავისუფლება ვაჟა ექიმს!“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი