უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 აგვისტო, 2019 12:00
font-size

ნატო ჩხეიძე: სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები

ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზის „მთავარი არხის“ მიერ გამოყენებას „იბერიას“ ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლის მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. საინფორმაციო გამოშვების ყოფილმა წამყვანა თამარ ურუშაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პასუხი სოციალური ქსელითვე გასცა.

„სერიიდან: ის, რაც ხდება

რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს.

ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული...

მივყვეთ მოვლენებს:

ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დასდეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო... და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და... სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.

ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, იბერიას მხრიდან კარის გამოჯახუნება.

შეხვედრისას ერთ- ერთმა ჟურნალისტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო?

ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ - მეთქი, ვუპასუხე. მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დასდებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია- მეთქი, დავამატე.

მე ახლაც იგივე აზრის ვარ.

პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ სხვადასხვა მორალის ადამიანები.

პ.პ.ს. იბერიას ყველა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად იბერიას წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება.

იბერიას წინააღმდეგ აქციების მომწყობ 18 ჟურნალისტსა და 39 ოპერატორ- მემონტაჟეს ახლა დავა აქვს სასამართლოში კონპენსაციაზე.

ჩვენი სასამართლოს სამართლიანობა ყველას მოეხსენება, მით უფრი პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითზებზე.

როგორც ჩანს, მაინც ერთულებათ, რადგან თებერვლის მერე პროცესი არ განუახლებიათ.

უმუშევრად დარჩენილმა ამ ჟურნალისტ- ოპერატორ- მემონტაჟეებმა ( ორგანიზატორებმაც და აყოლილებმაც ) კარგია იქნება იცოდნენ, რომ სანამ ნაბიჯს გადადგამენ, გაიაზრონ იმ ნაბიჯის მნიშვნელობა და გაიხსენონ ქართული ანდაზა : ვირმა პალო ამოაძრო, ერთი სხვასა ჰკრა და ათი თვითონ იკრაო.“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი