პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: საქართველოში კორუფციის აჩრდილი დადის!
პარლამენტარ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციის აჩრდილი დადის, მაგრამ შესაბამისი ორგანოები არაფერს, ან ძალიან ცოტას აკეთებენ მის აღსაკვეთად. ჩხეიძის თქმითვე, ისინი ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან - ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობო.
„პარლამენტში ერთგვარ სასიამოვნო წესად იქცა სესიის დაწყების მილოცვა.
მეც შევასრულებ ამ წესს და მოგილოცავთ პარლამენტის საშემოდგომო სესიის დაწყებას მხოლოდ ერთი პირობით: რომ ის მისალოცი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ აქ მიღებული გადაწყვეტილებები საინტერესო და მნიშვნელივანი გახდება ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთათვის, თუ აქ მიღებული კანონები შვების მომგვრელი იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ყოფისათვის, უნარშეზღუდული პირებისათვის, დევნილთათვის, სახლ-კარიდან გამოსახლებულებისათვის, უპოვართათვის, სამართლის მაძიებელთათვის... მაგრამ არ ვიცი, რა არის მისალოცი ქვეყანაში, სადაც, ცნობილი ფრაზის პერიფრაზა რომ გამოვიყენო: აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კორუფციისა!
სადაც თითქმის ყველა ნაბიჯზე კორუფციის აშკარა ნიშნები იკვეთება და შესაბამისი ორგანოები კი არაფერს ან ძალიან ცოტას აკეთებენ მათ აღსაკვეთად, ინდურ-ბუდისტური სამი მაიმუნის სიმბოლოსავით იქცევიან: ვერ ვხედავ, არ მესმის, არ ვლაპარაკობ.
და ქვეყანაშიც არაფერი იცვლება, არ ვიცი, პოლიტიკური, არ ვიცი, პირადი მოსაზრებების გამო, არადა, შესაცვლელი უამრავი რამაა.
მოვუწოდებ მთავრობას, სამინისტროებს თუ შესაბამის სტრუქტურებს, მოახდინონ ადმინისტრირება იმ კანონებისა, რომლებიც აქ, პარლამენტშია მიღებული, რათა ჩვენს ქვეყანაში მისალმების ნაცვლად არ დამკვიდრდეს საუკუნენახევრის წინ ილიას მიერ გამოთქმული გულსაკლავი ფრაზა: „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ - განაცხადა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


