პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: სახელმწიფო მტრად მოეკიდა ქართველ ხალხს
ჩვენს გულებში ცა მოწმენდილია, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ნატო ჩხეიძემ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქციაზე განაცხადა.
„ხილვადობა არ არისო, ვერ არის კარგიო, თქვეს, თუ არადა მოწმენდილია ცა, მაგრამ ეს ჩვენს გულებშია მოწმენდილი. მათთვის ძალიან მრუმეა ის ყველაფერი, რასაც უყურებენ, ვერაფერს ხედავენ, არაფერი ესმით და ამიტომ არის, რომ უკუღმართად მოქმედებენ.
დღეს მძიმე დღეა საქართველოში, მაგრამ ასეთი მძიმე დღეები ყოფილა, რომელიც ქართველ ხალხს შემოუტრიალებია. საქართველოს ხელისუფლება მტრად მოეკიდა ქართველ ხალხს. დიდი მადლობა პოლიციასო, გმირები არიანო ასე თქვეს, ვინ არის გმირი მეგობრებო? კბილებამდე შეიარაღებული პოლიციელი, რომლის მოქმედებაც დაგეგმა, ასევე კბილებამდე მტრობით შეიარაღებულმა მთავრობის წევრებმა თუ ნიკა მელია, რომელიც მშვიდად, წყნარად დადიოდა. ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და გამარჯვებას მივაღწევთ", - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


