უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მარტი, 2020 16:46
font-size

ნატო ჩხეიძე: საბჭოურ 8 მარტს ვერ ვაჯობე, მაგრამ 3 მარტი ამოვიდა მზის სინათლეზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

მიყვარს ეს დღე,

3 მარტი,

დედის დღე რომ ჰქვია,

ზვიად გამსახურდიამ რომ შემოიღო საქართველოში დამოუკიდებელი ქვეყნის დღესასწაულად,

საბჭოურ ქალთა დღის ჩასანაცვლებლად.

შემოიღო და აღარ დასცალდა განმტკიცება არც ამის და არც აღარაფრის, და იყო ასე, მიტოვებული, თავისთვის, უპატრონოდ და უნუგეშოდ...

მერე... ავახმაურე,

მტვერი გადავაცალე,

საბჭოურ 8 მარტს დავუპირისპირე,

დედის დღის სიმბილური დატვურთვა გავამკვეთრე....

საბჭოურ 8 მარტს ვერ ვაჯობე, მაგრამ 3 მარტი ამოვიდა მზის სინათლეზე, მერე გაიფურჩქნა, გაიტოტა, ფესვი გაიმაგრა, დამკვიდრდა.

დღეს დედის დღეა!..

დიდუბეში წავედით, დედაჩემს მივულოცეთ, მცხეთაში დედათა მონასტერს მივაკითხეთ, ყველაზე დიდ დედას, ღვთისმშობელს, სანთლები დავუნთეთ, მეც მომილოცეს შვილებმა, მეუღლემ, ძმამ, მეგობრებმა, უსტარიც მომიფრინდა:

ძვირფასო ნატო, გილოცავ დედის დღეს, რომლის საქართველოში დამკვიდრებისთვის შენ პირველმა იბრძოლე და გაიმარჯვე! სიხარული და წარმატებები არ მოგკლებოდეს მომავალშიც!

ნურავის მოგვკვლებოდეს ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, ამ დღის მადლი,

დედის დღის მადლი! - წერს ნატო ჩხეიძე

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი