უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2020 15:26
font-size

ნატო ჩხეიძე: ვერ ვიხილეთ განდეგილური ვედრება

„განდეგილის სასოებაა ახლა სახილველი, განდეგილისა, რომელიც გარიდებულია ამქვეყნიურ ყოფას და მთლიანად ღმერთის იმედად არის დარჩენილი და ლოცულობს თვისტომთათვის,“ - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

მამული, ენა, სარწმუნოება, ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენი მამა- პაპათაგან და თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?.. ხომ ყველამ ვიცით და გვახსოვს და ვიმეორებთ ხოლმე, ხანდახან, დროდადრო, მაგრამ მაინც სულ გვახსოვს და სულ ვიმეორებთ.

ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ეს სამი ღვთაებრივი საუნჯე ქმნის, იმედიც ეს სამი საუნჯეა ერთიანობისა, იმედიც და რწმენაც.

ქრისტიანობა რელიგიის გარდა ტრადიციაც არის ჩვენი, შენი თავისა და შენი ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების აუცილებელი ატრიბუტი თუ სიმბოლო, პატრიოტიზმის სიმბოლიც იყო რელიგია ადრეც და არცთუ შორეულ წარსულში, ათეიზმის ეპოქაში, მამულისა და ენის გადარჩენის აუცილებელი პირობა იყო.

ჯერ მამულიც გადასარჩენია და ენაც შემღვრეულია და სარწმუნოებასაც ბზარი ერევა, არადა, სამივე ღვთაებრივი საუნჯეა და სამივე ჩვენი საპატრონო.

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ჯახა-ჯუხი გაუდის ერთმანეთთან პირველიბის დასამკვიდრებლად თუ გასამყარებლად.

ეს არ ახალია. იყო, არის და იქნება.

მაგრამ როცა ხალხი არად გიჩანს ბრძოლის დროს, როცა ხალხი იჭყლიტება და ხალხი წვალდება, კიდეც რომ პირწმინდათ მოიგო , ვისზე აპირებ ამ ძლიერების გამოცდას?..

მე ვლოცულობ თქვენთვის” - განდეგილის სასოებაა ახლა სახილველი, განდეგილისა, რომელიც გარიდებულია ამქვეყნიურ ყოფას და მთლიანად ღმერთის იმედად არის დარჩენილი და ლოცულობს თვისტომთათვის.

ამ რთულ პირობებში, ამ ახალ რეალობაში ასეთის ხილვას ვისურვებდით ჩვენს მოძღვართაგან, განდეგილის სასოებით და ქმედებით , საამქვეყნო ფართი- ფურთს გარიდებული და მარტოდმარტო, მთელი არსებით ღმერთს მინდობილი განდეგილის გულმხურვალებას ვინატრებდით, ჩვენი ცოდვილი სხეულისა და სულის შესანდობად და გადასარჩენად, განდეგილური სასოებით აღვლენილ ლოცვას, ცოდვილი მიწიდან ღმერთამდე მიღწეულ უანგარო სასოებას ვინატრებდით.

ვერ ვისმინეთ უანგარო სასოება, ვერ ვიხილეთ განდეგილური ვედრება.

და მაინც, ჭეშმარიტება ის არის , რომ სამი ღცთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენი მამა- პაპათაგან, თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას...“- წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი