უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ოქტომბერი, 2018 10:35
font-size

ნატო ჩხეიძე - „ქართულ ოცნებას“ ზაზა ოქუაშვილის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობა არ მიუღია, ეს ბიზნესი არსად წასულა და დასაბრუნებელიც არაფერი იყო

„ქართულ ოცნებას“ ზაზა ოქუაშვილის ქონების დაბრუნებაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ეს ბიზნესი არსად წასულა და დასაბრუნებელიც არაფერი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს ბიზნესი 2004 წლის დეკემბრიდან ამუშავდა. ეს სხვა საკითხია, რომ მაშინ, ფაბრიკა, სტამბა და ყველანაირი მაშინდელი ბიზნესი თითქმის, ერთი წლის განმავლობაში იყო გაჩერებული, მაგრამ ბიზნესი ზაზა ოქუაშვილის იყო და დასაბრუნებელიც არაფერი იყო. ახლა, ორი თვეა, მხოლოდ ფაბრიკაა გაჩერებული“, – განაცხადა ჩხეიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ეს ასე იყო, 2015 წელს, როცა „იბერია“ ხელახლა გაიხსნა, რატომ ამბობდა ზაზა ოქუაშვილი რომ „ხელისუფლების ცვლა რომ არ მომხდარიყო, ეს დადებითი ცვლილება არ მოხდებოდა და შესაძლოა, ჩვენი მობრუნება დიდ დროში გაწელილიყო“, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ როგორც ციტატა ამბობს, ხელისუფლების ცვლა რომ არ მომხდარიყო, „იბერია“ კანონიერი მფლობელის ხელში ვერ გადმოვიდოდა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილება ზაზა ოქუაშვილისთვის არ მომხდარა, მისი ცვლილება მოხდა და ამის შემდეგ „იმედმა“ ინება, მის მფლობელობაში არსებული „იბერია“ კანონიერი მფლობელისთვის დაეთმო, რაც „იმედისა“ და ზაზა ოქუაშვილის შეთანხმება იყო და ამაში „ქართულ ოცნებას“ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არავითარი პოლიტიკური ნება არ იყო; არც ჩარეული იყო და არც არაფერი იცოდა. ზაზა ოქუაშვილმა „იმედს“ მიმართა და „იმედმა“ „იბერია“ ამ ჯერზე, 2013 წელს დაუბრუნა. მანამდე ამბობდა, არ ვიცი, არის თუ არა „იბერია“ ჩემს შემადგენლობაშიო. იმის გარკვევას, „იბერია“ ვის შემადგენლობაში იყო, გარკვეული წლები დასჭირდა და როცა გაირკვა, „იბერიის“ ლიცენზია სად იყო და „იმედმა“ აღიარა, რომ ის მის შემადგენლობაში იყო, მერე გადმოსცა, მთლად კეთილი ნებით არა, თუმცა, კონფერენციაზე ასე განაცხადა. ამას რა მნიშვნელობა აქვს, ერთი სიტყვით, „იმედმა“ დათმო, რაშიც „ოცნების“ არც ერთი ოფიციალური, თუ არაოფიციალური მმართველი არ ჩარეულა. ასე რომ, ზაზა ოქუაშვილისთვის რამის გაკეთებას თვითონ ნუ იბრალებენ“, – განაცხადა ჩხეიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ლოგიკურია ის, რომ ადამიანი პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობის დროსაც მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა და ტელევიზიის ლიცენზია ჩამოართვეს, რის შემდეგაც ამ ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა რომ განცხადება, თითქოს, ზაზა ოქუაშვილი ამ პოლიტიკურ ძალას მხარს ღიად უჭერს, ჟურნალისტების და „ქართული ოცნების“ ინტერპრეტაციაა.

„მხარს ღიად ვუჭერო, ასეთი რამ ზაზა ოქუაშვილს არ უთქვამს. დიახ, წინა ხელისუფლებას ის დამოკიდებულება ჰქონდა, რაც ამ ხელისუფლებას აქვს. ეს მეორე და მესამეც არ არის, პირველი შევარდნაძის დროს იყო. რამდენი მთავრობაც შეიცვალა, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ იმდენი ერთი და იგივე დამოკიდებულება იყო. ეს გასაკვირი არ არის, უკვე იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა და გამძლეობაც მოგვემატა“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ნატო ჩხეიძემ ასევე განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე დღევანდელ ჩრდილოვან მმართველობასთან ღია ბრძოლაშია და თანადგომას, თუ მხარდაჭერას რომელი პოლიტიკური პარტიაც გამოხატავს, ამას არავის დაუშლიან და თუ პარტიებს უნდათ, შეუძლიათ, ერთმანეთს მხარდაჭერაში გაეჯიბრონ.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი