პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: პროცედურაზე მინდოდა განცხადება, მაგრამ ვინ რა გაცალა?.. იქ ვინ გათქმევინა ?.. და აქ ვინ დამიშლის
პარლამენტიდან ოპოზიციის მიერ დაწყებულმა პროტესტმა და უამრავი ხალხის და განსაკუთრებით ისედაც რადიკალური ახალგაზრდობის უმწვავესმა მოთხოვნამ არ მიეღოთ რუსული კანონი, შედეგი გამოიღო, ოცნება დაჰყვა პროტესტის ხმას და მიიღო კანონპროექტის ჩაგდების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პარლამენტარი, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
პროცედურაზე მინდოდა განცხადება, მაგრამ ვინ რა გაცალა?..
ზუსტად 12:00 დარბაზში სწრაფი დაბიჯით შემოვიდა უმრავლესობის დეპუტაცია, თავმჯდომარემ ჩქარა- ჩქარა გახსნა სხდომა, მაჭარაშვილმა უსწრაფესად თქვა მომზადებული ფრაზები, მაშინვე ჩაირთო კენჭისყრის რეჟიმი, გამოჩნდა ტაბლო და დაიხურა სხდომა.
მაინც უნდა დავწერკ აქ ის, რაც იქ უნდა მეთქვა.
“ დღევანდელი სესიის შეკრების მიზეზი არის მწვავე პროტესტის ფონზე ხალხისთვის დაპირებულის შესრულება და ქვეყნისათვის მავნებლური კანონპროექტის ჩაგდება.
მაგრამ ეს ხდება პროცედურების დარღვევით.
შეიძლება სიჩქარე იწვევს გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს, მაგალითად კომიტეტზე რომ არ იხილება.
მაგრამ ეს დარღვევები თავის მხრივ იწვევს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ პროცედურის დარღვევის საბაბით, დროის გავლის მერე კვლავ განიხილავთ ამ პროექტს.
ეს რომ ასე არ მოხდეს, მეტი გარანტიისთვის, მოგიწოდებთ მორალური კანონების დაცვისაკენ და კენჭისყრის დროს კანონპრიექტის დაპირებულ ჩაგდებას
არა თავშეკავებით, არამედ წითელი ღილაკის გამოყენებით.
ეს იქნება თითიეული ჩვენგანის პერსონალური პასუხისმგებლობა და აგრეთვე პარლამენტის მხრიდან ერთსულივანი უარყოფა იმისა, რის უარყოფასაც მოითხოვს ხალხი.
ტაბლოზე გამოჩენილი გრძელი წითელი სვეტი გარკვეულად დაუამებს გულისწყრომას ჩვენს მოსახლეობას და შესაბამისად შენელდება ასეთი მწვავე საპროტესტო აქციები.
უმრავლესობას მოგწიდებთ წითელი ღილაკის გამოყენებსს”.
ეს განცხადება იქ ვინ გათქმევინა ?..და აქ ვინ დამიშლის?..
განათებული ტაბლო ასე გამოიყურება:
ოპოზიცია-35 წინააღმდეგი
ოცნება-58 თავშეკავება
მომხრე - 1 ოცნებელი,“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


