უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მაისი, 2023 10:48
font-size

ნატო ჩხეიძე: პოლიტიკური მოტივებით დაკანონებული ფალსიფიკაცია - 26 მაისი უნდა შეიცვალოს ქრონოლოგიური სიმართლით, იურიდიული სიმტკიცით და კონსტიტუციური სიცხადით

დამოუკიდებლობის დღე 1991 წლის 9 აპრილს შესაბამისი იურიდიული აქტით გაფორმდა და ის ძველი აქტი 1918 წლის 26 მაისისა ისტორიას არის ჩაბარებული და მიეჩინოს უნდა თავისი ადგილი ქრონიკებში და არა ყოველწლიურ ყოფაში, - აცხადებს ოპოზიციონერი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.

„IV მოწვევის პარლამენტში 8 მარტის ჩანაცვლება მინდოდა 14 მაისით ( კლარა ცეტკინის დაარსებული დღის ნაცვლად რომ თამარ მეფის დღე გვქონიდა უქმე დღედ და დღესასწაულად ) და არაო, მაშინდელმა პარლამენტმა.

ეჰ…- მეთქი, ვთქვი.

მერე IX და X მოწვევის პარლამენტში 26 მაისის შეცვლა მინდოდა 9 აპრილით (ნოე ჟორდანიას გამოცხადებული აწ გაუქმებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად რომ ზვიად გამსახურდიას გამოცხადებული აწ მოქმედი სახელმწიფოს დამოუკიდებლიბის დღე ყოფილიყო უქმე დღედ და დღესასწაულად)

არაო, წინა და ახლანდელმა პარლამენტმა.

ეჰ და კიდევ ეჰ - მეთქი, ვთქვი

და…

ამ 9 აპრილს მაინც არ მოვეშვი და მალე ისევ წარვადგენ კანონპროექტს და ისევ ავხსნი, რომ:

დამოუკიდებლობის დღე ქვეყანაში ზეიმის დღეა და არა გლოვისა.

დამოუკიდებლობის დღე 1991 წლის 9 აპრილს შესაბამისი იურიდიული აქტით გაფორმდა და ის ძველი აქტი 1918 წლის 26 მაისისა ისტორიას არის ჩაბარებული და მიეჩინოს უნდა თავისი ადგილი ქრონიკებში და არა ყოველწლიურ ყოფაში.

პოლიტიკური მოტივებით დაკანონებული ფალსიფიკაცია - 26 მაისი უნდა შეიცვალოს ქრონოლოგიური სიმართლით, იურიდიული სიმტკიცით და კონსტიტუციური სიცხადით - 9 აპრილით.

არ მოვიდა ვითომ ამის დრო?

მოვიდა.

მგონია, რომ მოვიდა.

ვიცი, რომ მოვა.

და…

მაისი ხომ ნამდვილად მოვიდა და სხვა ბევრიც, ჯერ რომ არ მოსულა, ისიც მოვა.

ვახ!.. - დაწერა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი