პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე - პასუხიც აქ არის: რატომ და, ამიტომ, რატომ და…იმიტომ!..
ქვეყანაში, სადაც სასამართლოს რეფორმირებაში მარტო ხელუსუფლებაა მტკიცედ დარწმუნებული, და ქვეყნის მოსახლეობის 62 %-ს არ სწამს არც სასამართლოსი და არც ხელისუფლების ფიცი- მტკიცისა ( IRI 27.04.22) და ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებიც და ასევე სტრატეგიული მეგობრებიც გვირჩევენ, რაც შესაცვლელი გაქვთ, დროზე შეცვალეთო, ერთ-ერთი საშუალებად სამართლის ძიების გზაზე პარლამენტი და მისი დროებითი საგამოძიებო კომისიაც რჩება, - აცხადებს ოპოზიციონერი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე.
„წერია კიდეც პარლამენტის რეგლამენტში.
აგერ იხ. რეგლამენტის 55-ე და 56-ე მუხლები,
ნამდვილად წერია.
შავით თეთრზე წერია.
შეგიძლიათო.
35 დეპუტატი მოაწერს ხელს ამ სურვილსო, მერე პლენარულ სხდომაზე მიზანშეწონილობის კენჭისყრისას 50 დეპუტატი დაუჭერს მხარსო, მერე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს სიითი შემადგენლობის ნახევარიც რომ მხარს დაუჭერს, ანუ 72 დეპუტატი, მერე კი მიდი და იძიეო.
რომ შეგიძლია, დიდი ნუგეშია. და ეს შესაძლებლობა რომ არ შეგიძლია, დიდი დრამაა, თუ არა ტრაგედია.
რას იზამ, სხვა რა არ ქცეულა ჩვენს ქვეყანაში დრამად და ტრაგედიად, რომ ეს გადარჩენილიყო?
არ არის ამ პარლამენტში თუნდაც მიზანშეწონილობის მომხრე 50 დეპუტატი.
არ არის და რა წყალს უნდა ეცე!..
ამბობენ, ტარანი თვლით არისო.
ჰოდა, გადავთვალოთ.
გაყალბებული იყო თუ როგორიც იყო ის 2020 არჩევნები, ნახევარი წლის დაგვიანებით მაინც შეიკრიბა პარლამენტი.
90 ოცნების მომხრე და 60 ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა ყოფილიყო.
ამ 150-დან ახლა 142-ღა ვართ დარჩენილი.
*ელენე ხოშტარია არ შემოვიდა პარლამენტში, ევროპული საქართველოს სიით ვიყავი გასული და ისინი არ ცნობენ ამ პარლამენტს და არც მეო.
*გირჩი ჯაფარიძე შემოვიდა ლამის პირველივე და მერე ლამის პირველივე გავიდა.
*ნიკა მელიამ მანდატი დემოსტრაციულად დატოვა.
*მამუკა ხაზარაძემაც ასევე.
*ბადრი ჯაფარიძე უმრავლესობამ გაისტუმრა პარლამენტიდან
*შალვა ნათელაშვილი
უმრავლესობამ არ დაუშვა პარლამენტში
*ზაალ უდუმაშვილმა დეპუტატის მიკრიფონს ტვ პირველის მიკრიფონი ამჯობინა
*ნონა მამულაშვილმა პარტიას ამჯობინა პატრია, თავად ასე ახსნა…
ყველანი ოპოზიციის სიით იყვნენ.
რაღაცას დაკარგავ, რაღაცას იპოვნიო, სანუგეშო ნათქვამი კია, მაგრამ ოპოზიციამ ვეღარავინ იპოვნა- სიები ჩახსნილია.
60-8=52
ამ 52 დან:
4-ნი ევროპელი სოციალისტები არიან, მმართველი პარტიის რეფორმებისა უდრტვინველად რომ სჯერათ;
4 გირჩია, - თუ მათსას დაიჯერებ, მათაც სჯერათ შენი;
2-ნი მოქალაქეები არიან, იანუსივით,- პათოსი და საქმოსი))
დანარჩენი 42 კი არის რადიკალური ოპოზიცია, როგორც ქართული ოცნება გვიწოდებს, მაგრამ 42 ხმით, ყველამაც რომ ირადიკალოს, - კომისიის მიზანშეწონიილობასაც ვერ აღწევ.
და მერე ზედ დამატებილი უმრავლესობის 20 ხმა აბა სად არის?!..
ასეთი სურათი იხატება დღევანდელ პარლამენტში
და რატომ არ იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისიაო, რომ კითხულობს ჟურნალისტი ვახო სანაია, აგერ პასუხიც აქ არის:
რატომ და, ამიტომ.
რატომ და…იმიტომ!..“ - წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


