საზოგადოება
ნატო ჩხეიძე მთავრობას შშმ პირებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივით მიმართავს
„აღდგომის ბრწყინვალე კვირეულში განსაკუთრებით ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენგან, სახელმწიფოსგან დახმარებას ელიან,“ - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, თუმცა ყველაზე მძიმე დღეში შეზღუდული შესაძლებლობის პირები არიან, რომელთაც სახელმწიფოს შემწეობის გარდა, სხვა სახსარი და საშუალება არ გააჩნიათ.
„ეს ადამიანები მთლიანად სახელმწიფოზე არიან მინდობილნი. საქმე ეხება არა მათ კეთილდღეობას, არამედ მათ არსებობას და შეიძლება ითქვას, გადარჩენას ან დაღუპვას. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის სახელმწიფოს მიერ დახმარება თვეში 100 ლარია და ეს იმ ვითარებაში, როცა სახელმწიფოსავე გამოანგარიშებით, ერთსულიანი პირის საარსებო მინიმუმი თვეში 148 ლარი და 90 თეთრია. არსებული 100 ლარით კი ადამიანს საარსებო მინიმუმის ზღვარს დაბლა ვტოვებთ და არსებითად განწირულია. არადა, დახმარება ხომ უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოს მიერვე დადგენილ საარსებო ნორმას,“ - აღნიშნა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
ნატო ჩხეიძის განცხადებითვე, ალბათ, ლოგიკური იქნება, რომ დახმარება საარსებო მინიმუმს მაინც გაუთანაბრდეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანაში 78 824 მნიშვნელივნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის პირია.
„ჩვენი, სახელმწიფოს ვალია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს მეტად მოკრძალებული არსებობისთვის მაინც,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ და შესაბამის სამინისტროს ამ მნიშვნელივანი თემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


