პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: მოვიდა ლპობის დრო? ჰოდა, გადარჩენის დროც მოსულა
სახელმწიფოს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი სისტემის გაბზარვა/გატეხვა/ დამსხვრევაც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი და უზნეო მეთოდებით სისტემური მართვის შედეგია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.
„სუსიდან ჟონავს ინფორმაციებიო, ჟონავს კი არა, მდინარესავით მოედინებაო, მდინარე კი არა, ოკეანეს ტალღებიაო, ტაღებია და რყევაა და ცუნამიც იქვეაო, არის ერთი მითქმა-მოთქმა ჩვენს ქვეყანაში.
ვინ იწყებს ოკიანის რყევას, მის ტალღებს ცუნამად რომ აქცევს?
ცხადია, ქართული ოცნების ხელისუფლება, ოპოზიცია შორს არის რყევის შექმნის ცენტრიდან.
თუ ხელისუფლება მიდის ვა-ბანკზე და საყოველთაო შანტაჟზე გადადის, იქნებ მასიურად დააშინოს საზოგადოება და ხელისუფლების უძლეველობა დააჯეროს და ამით მიაღწიოს ხმების სასურველ ოდენობას და მმართველობის შენარჩუნებას,-
არა, ამდენს ვერ გარისკავს, მეტად საშიში რისკია, რადგან როგორც კი ცნობილი ხდება ხელისუფლების უძლეველობის წყარო- შანტაჟი და ძალადობა, მერე ადამიანს აღარც ეშინია, და შანტაჟსაც აღარ ემორჩილება, რადგან ეს ადამიანი უფრო მსხვერპლია ვიდრე დამნაშავე.
გამოდის, რომ სუს-მა ბევრად მეტი იცის ( უსაფრთხოების სამსახურია ბოლი- ბოლო, ინფორმირებულობასთან ერთად ინტუიციის ქონაც ევალებათ) და ეს უფრო მეტის მცოდნე და უფრო ნატიფი ყნოსვის ინდივიდები ახლავე იწყებენ ზრუნავას პირად უსაფრთხოებაზე.
დიახ, რაღაც დალპა დანიის სამეფოში!..
რაღა რაღაც, არსებული ხელისუფლება დალპა.
და სისტემური უზნეობა და მძაღე სუნის ფსკერი ასე თვალშესახებად გამოჩნდა.
და სახელმწიფოს ერთ- ერთი მნიშვნელოვანი სისტემის გაბზარვა/გატეხვა/ დამსხვრევაც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი და უზნეო მეთოდებით სისტემური მართვის შედეგია.
ჰოდა, დალპა რაღაც…
რაღა რაღაც, მმართველობა დალპა.
და არა იქ, დანიის სამეფოში, არამედ აქ, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
რადგან ლპობა ლპობაა, ყველგანაც მოხდება და ზუსტად იმ დროს გამიჩნდება ნეკროზი, როცა არსებული მართვის მოდელის გადარჩენას აღარაფერი ეშველება, როცა რაღაც აუცილებლად იცვლება და რაღა რაღაც, როცა ხელისუფლება იცვლება.
ეს ლპობა შეცვლის ნიშანია!
ეს ცვლილება უკეთესობის ნიშანია!
ეს უკეთესობა აუცილებლობის ნიშანია.
ეს აუცილებლობა გადარჩენის ნიშანია!
მოვიდა ლპობის დრო? ჰოდა, გადარჩენის დროც მოსულა!
სუს-მა უკეთ იცის.
ჩვენზე მეტი იცის.
ჩვენზე მეტს ხედავს.
ყნოსვაც ჩვენზე მძაფრი აქვს.
ჰოდა, ჟონავს და ჟონავს…“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


