კომენტარი
ნატო ჩხეიძე: მძიმე მოსასმენი იყო, ძალიან მძიმე, არანაკლები იმ პირველზე, ორი დღის წინანდელზე
„აშკარად ხედავ და ისმენ, რომ მიკიბულ - მოკიბულად კი არა, შეგნებულად აშკარად იტყუება, წაღმა-უკუღმა იტყუება, - წლებს, ფრაზებს, ამბებს“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნატო ჩხეიძე გუშინდელ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც მან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.
„ტვ იმედის ეთერში ბერა ივაბიშვილის ინტერვიუმ ლამის ბევრად უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე იმ ფარულმა ჩანაწერებმა.
ადამიანი სპეციალურად გამოდის საზოგადოების წინაშე მის დასარწმუნებლად და რაღაც სიმპათიის მოსაპოვებლად და აშკარად ხედავ და ისმენ, რომ მიკიბულ- მოკიბულად კი არა, შეგნებულად აშკარად იტყუება, წაღმა-უკუღმა იტყუება, - წლებს, ფრაზებს, ამბებს...
პატარა ვიყავიო ( თუმც დიდიც იგივეს ვიზამდიო), დაცვის სამსახურს მივაწოდე ინფორმაციაო და ეგ იყო, მეტი არაფერიო, მეტი არც არაფერი ვიციო.
ამიკო ჩემი ძმაკაცია და კარგად იქცევა, მეც ეგრე მოვიქცეოდიო…
ეს ტრი-ანტუანი რაღა იყო, ამ ტრის მაინც რაღად უნდოდა ახსნა-გამართლება, ეს რაღა იყო...
დედა, რა იყო ესა...
ერთობ მძიმე მოსასმენია ამ ცრუ ბიჭის საუბარი.
( სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ არც “ ტო”- ები დასცდენია და არც ტუ...ტუ...- ს დასაფარი ფრაზები, ისე გაიარა ეს მცირე დრო, მარტო ეს არის დასაფასებელი მთელს მის ინტერვიუში).
სხვა მხრივ მძიმე მოსასმენი იყო, ძალიან მძიმე, არანაკლები იმ პირველზე, ორი დღის წინანდელზე.
ეჰ, ერთი ბოდიში მაინც მოეხადა, ერთი პატარა ბოდიში, ირიბული ბოდიში მაინც, თუნდაც იმ ლექსიკისთვის, როგორც თვითონ იანგარიშა, 14-15 წლის ბავშვი რომ აფრქვევ - იყენებდა...
ეჰ, ერთი პატარა ბოდიში მაინც რაღა იყო?!. - დაწერა სოციალურ ქსელში ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


