უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2021 12:15
font-size

მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოვთხოვ - ბერა ივანიშვილი

მე თუ ვინმე დედას შემაგინებს და თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ტვ იმედის ეთერში გადაცემის წამყვანის იმ შეკითხვის საპასუხოდ თქვა, არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერები.

„არ დავიწყებ ამაზე კამათს. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღესაც იგივე პორზიციაზე ვდგავარ - თუ ვინმეს დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი კაცი მაჩვენეთ ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა,“ - ამბობს ბერა.

მისი თქმით, ტვ პირველის ეთერში გასული ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულის პერიოდს ასახავს, როცა ის 15-16 წლის იყო.

"ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი მოვლენა იყო, რადგან აქამდე ჩემი და ჩემი ოჯახის მისამართით წყევლა-კრულვა არ ყოფილა...

ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო კონკრეტულად ჩემს გულშემატკივრებზე 10-11 წლის ბავშვებზე თავდასხმა, ეს იყო მუქარა, საზიზღარი პორნოგრაფიული სურათები.. ბავშვებს წერდნენ ბერა ვერ დაგიცავს, ბერას კიბო აქვს.. რაზეც მშობლებს ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ. დაგვიკავშრდნენ ჩვენ და ვალდებულები ვიყავით ეს გადაგვეცა დაცვის სამსახურისთვის, რომელმაც ყველა კანონის, ეთიკისა და მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები. ჩანაწერებში გარკვევით ისმის, როცა ბავშვებზეა საუბარი, ამას ესწრებიან მშობლები და მეზობლები და არის მხოლოდ სიტყვიერი დარიგება,“ - ამბობს ბერა.

როგორც მან აღნიშნა, ტოტალური მოსმენები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა.

„ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ "ოცნება" მის პრემიერმინისტრს, ანზორ ჩუბინიძეს და მე გვისმენს და მერე ამ ჩანაწერს ოპოზიციურ არხებს აწვდის... ოღონდ გვისმენს და თარიღი არ იცის თან... მეორე მხარეს ყველამ იცის, რომ როცა ის პარტია იყო, ხდებოდა ტოტალური მოსმენა მთელი საქართველოსი, არამარტო არასრულწლოვანი ბერასი,“ - ამბობს ბერა ივანიშვილი.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი