საზოგადოება
ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”
დეპუტატი გიგი წერეთელი მიმდინარე წლის ზაფხულში ისე გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე 1 წლით , მაგრამ ზედიზედ მეორედ, რომ მშობლიურ პარლამენტსაც კი არ მიულოცავს, ცალკეული კოლეგების გარდა.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს 6 თვიან თავმჯდომარეობას კი დიდი კონცერტი მიუძღვნა ქართული ოცნების პარტიამ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმისთვის მოუწიდა საზოგადოებას და თქვენ სურვილი გამოთქვით და თბილისამდე ჩვენ ჩამოგიგიყვანთო, აღუთქვა.
არადა, ესეც ევროპაა და ისიც.
არადა, ესეც თავმჯდომარეობაა და ისიც.
არადა, ესეც რიგითობაა და ისიც.
არადა, ესეც დროებითია და ის უფრო:)
არადა, ერთმა სრული დუმილით ჩაიარა და მეორემ კი საყოველთაო ტაში- ტუშით.
არადა, მე მახსოვს ტარიელ ჭანტურია როგორ აფრთხილებდა საბჭოთა ხელისუფალთ:
ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში:
ტაში შინ და რაში გარეთ!
ტაში გარეთ!
ტაში შინ!
მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


