კომენტარი
ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეზე: „ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე“
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნებას და ასევე, მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„სერიიდან: აბა, შეხედეთ:
ცოტა შევრცხვით...- აცხადებს ბ- ნი ხაზარაძე ივანიშვილის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი უკან რომ გამოიტანა (ცოტა შერცხვენილა)
შინაგანი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ გავაკეთე...- აცხადებს ბ- ნი ხაზარაძე ივანიშვილის მოთხოვნით მის რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატს რომ დაუჭირა მხარი (ცოტაზე მეტი აქაც შერცხვებოდა)
ჩემი ნებით არა, მაგრამ გავაკეთე...- ამასაც იტყვის ახლო მომავალში ბ- ნი ხაზარაძე, როცა ივანიშვილის მოთხოვნით, ბანკიდან 4 მლნ ნაღდი კუპიურის გატანის ბრძანება გასცა კანონდარღვევის მიუხედავად ბორჯომიდან უსწრაფესად გამოჩქარებულმა (ხელშეკრულება პოლიტიკურ განცხადებებს უკრძალავდა მხოლოდ, უკანონო ქმედებებზე როგორც ჩანს, არაფერი ეწერა).
ცოტა აქაც შერცხვებოდა, აბა, ისე როგორ?!..
ასე ცოტ-ცოტაობა სირცხვილებით მივიდა „ლელო“-ს გახსნამდე.
სირცხვილების ლელობურთი აქ დაამიწა თუ დაამიწა!..
ამას ჩვენ კი ვხედავთ, მაგრამ თვითონ, ეეეე, როდის მიხვდება“, - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. ომეგას საქმეში, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გახმაურდა, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ მამუკა ხაზარაძეა, ანუ საქმე ეხება ყველა შიდა და საერთაშორისო კანონის დარღვევით, 4 მილიონის თიბისი ბანკიდან გატანას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


