საზოგადოება
„ჩხარტიშვილისთვის ფული უნდა გადაგვეხადა, რაღაც ფული“ - რატომ დაიბარა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში?
პოლიტიკური მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველში“ გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, სადაც მას, პროკურორთან ერთად, ვანო ჩხარტიშვილისთვის ფულის გადახდას თხოვდა.
"არესობს ასეთი პერსონა, მიჭირს მას ბიზნესმენი დავუძახო, ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც "თიბისი ბანკს" სთხოვდა 30 მილიონ დოლარს. რატომ, არავინ იცის. ჩვენ დავიწყეთ თავის დაცვა სრულიად ლეგალურად, სამართლებრივი გზით. გავარკვიეთ, რომ მას ანალოგიური საქმეები აღძრული ჰქონდა სხვა მსხვილი ბიზნესების მიმართაც. და ეს საქმეები ერთ მოსამართლესთან მიდიოდა და წყდებოდა ისე, როგორც ჩხარტიშვილს აწყობდა. ანუ ეს საქმეები ცხვებოდა როგორც იმერული ხაჭაპური. ჩვეულებრივი რუსული სქემა იყო ფულის ამოღების.
სამართლებრივი დავა გავაგრძელეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ერთხელაც, გერმანიაში ვიმყოფებოდი მაშინ და ამ საქმესთან დაკავშირებით დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა. ერთი საათი ვისაუბრეთ, მეგობრული საუბარი იყო და მთხოვა, რომ ეს სარჩელი გამომეტანა სასამართლოდან. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ მაინც დავურეკე ჩემს უცხოელ პარტნიორებს, დავარწმუნე ისინი, რომ ასე უნდა მოვქცეულვიყავით და გამოვიტანეთ სარჩელი სასამართლოდან, ორშაბათს...
ამის შემდეგ ხდება შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სახლში. ვიყავით ჩვენ - მე და ბადრი, ვანო ჩხარტიშვილი, რომან ფიფია, ვერ გავიგე რატომ, და მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.
მე თბილისში გავიზარდე, ბავშვობაში ყველას გვიჩხუბია, შემდეგ უფროსს დავუძახივართ და შევურიგებივართ, მაგრამ მილიციელი იმ შეხვედრებზე არავის მოუყვანია.
გავოგნდი, რადგან მოვხვდი ვითარებაში, სადაც ყველაფერი ივანიშვილი იყო - პროკურორიც, მოსამართლეც, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც, ყველაფერი და მის გვერდით იჯდა მთავარი პროკურორი. შოთაძე ჩუმად იჯდა, ბოლოს კი თქვა, მე ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავო. ივანიშვილი იყო პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა და გვერდით ეჯდა მთავარი პროკურორი, გესმით რასთან გვაქვს საქმე? მაშინ როდესაც გარეთ 21-ე საუკუნეა?
მართალი გითხრათ ჩვენ ამ მძიმე შეხვედრიდან ისეთი აზრი გამოვიტანეთ, რომ ჩხარტიშვილისთვის ფული უნდა გადაგვეხადა, რაღაც ფული. ისიც ვერ გავიგე, ამ ამბავზე მოგივიანებით რომ თქვა, ჩხარტიშვილმა ხაზარაძეს 100-ით ნული მოუგოო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "რეაქციაში".
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


