პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე ლევან იზორიას: გარდა სიამაყისა და სიხარულისა, იქნებ გვითხრათ, რა წუხილი გაქვთ თქვენდამი რწმუნებულ სამინისტროში?
წარმატებებთან ერთად წუხილიც რომ მოგვესმინა, იქნებ ასეთი და ამდენი მწვავე შეკითხვა აღარც ყოფილიყო და თავისთავად გაეცემოდა პასუხი ბევრ საჭირბორიტო საკითხს, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას.
„ბატონო ლევან, მოვისმინეთ თქვენი მოხსენება, რომელმაც ტაში დაიმსახურა ოცნების პარტიის მხრიდან და ბატონი ოხანაშვილის შეფასებით: ხელშესახები პროგრესი დაგვანახეთ. ასეთი შთაბეჭდილება დარჩება ერთი შეხედვით ყველას, ვინც მოისმენს თქვენს ფრაზებს: ...უპრეცენდენტო შედეგი; ...ამბიციური ინიციატივა; ...ყველაზე სანდო პარტნიორი; ...შთამბეჭდავი რეფორმები; ...სამაგალითო და სამოდელო ქვეყანა; ...სიამაყით უნდა გითხრათ; ...წარჩინებით შესრულდა; ...სიხარულით უნდა აღვნიშნო და ა.შ.
ბატონო ლევან, გარდა სიამაყისა და სიხარულისა, იქნებ გვითხრათ, რა წუხილი გაქვთ თქვენდამი რწმუნებულ სამინისტროში?
ბატონო მინისტრო, ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ კათედრიდან თქვენი წუხილიც რომ მოგვესმინა, იქნებ ასეთი და ამდენი მწვავე შეკითხვა აღარც ყოფილიყო და თავისთავად გაეცემოდა პასუხი ბევრ საჭირბორიტო საკითხს.
ერთი სიტყვით, თქვენი შეფასებით, საწუხარი რა არის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში, ბატონო მინისტრო?“ - მიმართა ნატო ჩხეიძემ თავდაცვის მინისტრს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


