საზოგადოება
ნატო ჩხეიძე: ყოველდღიურ შიშში, ჭაპანში, ტალახში, დაკოჟრილი ხელით და გამშრალი პირით - უნდა გავუძლოთ ყველამ, მანამდე, 31 ოქტომბრამდე
პარლამენტარი, ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე, რეგიონის მოსახლეობის პრობლემებზე სოციალურ ქსელში წერს:
„კამპანიის პირველი დღე: საციხური, აბანო, ატოცი
მილები გაყვანილია, წყალს არ უშვებენო, ჯერ არ უშვებენ, არჩევნები რომ უფრო მოახლოვდება, მერე გვაღირსებენო...
ნაგავი არ გააქვთ, წყალი არა გვაქვს, მაგრამ ნაგვისა და წყლის გადაასახადებს
გვიგზავნიანო. არც ვიხდით და ვერც ვიხდით, ვერც ვერსსაიდან ჩამოგვაჭრიან, მაგრამ ვალად ხომ გვედებაო, გვაწუხებს, ვალად გვეთვლება, ის გვაწუხებსო...
გზა არ არის, იწვიმებს და ატალახდება ყველაფერი და ავტალახიანდებით ჩვენცო...
ვაშლს მოვიწევთ, მოვკრეფთ, დავაბინნავებთ, ვერ ვყიდით, გვიფუჭდება, გვილპებაო...
პენსიას ველოდებით, ან პური ან წამალი რომ ვიყიდოთ, ორივეს ვერ სწვდება პენსიაო, კაცები 65 წლამდე ვერც აღწევენ, პენსიის აღების ნატვრით მიდიან ამ ქვეყნიდანო...
პოლიციის მანქანა მოგვყვება ჩვენ უსაფრთხოებისთვის, ეს ხალხი კი იქ ცხოვრობს, ყოველდღიურ შიშში, ჭაპანში, ტალახში, დაკოჟრილი ხელით და გამშრალი პირით, აქ ცხოვრობს და აქაურობას იცავს.
ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ,
ჩვენ, კოალიციურმა ხელისუფლებამ, არჩევნების მერე. რომ შეიქმნება. .
მანამდე უნდა გავუძლოთ ყველამ.
მანამდე, 31 ოქტომბრამდე...“ - წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


