პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე კობა გვენეტაძეს: არა - თქვენ სიმართლეს არ ამბობთ
ეს კათედრა ნელ-ნელა ემსგავსება საბჭოური ყრილობის მსვლელობას, რადგან ისმის მხოლოდ თავმოწონება, ისმის მხოლოდ ნახევარი სიმართლე, ისმის სიცრუე და როდესაც სიცრუესაც ვეღარ ამბობენ, მაშინ კონფიდენციალობასაც ამოეფარებიან, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი მმართველი გუნდი დიდი სიამაყით აღნიშნავს, რომ ახალი რეგლამენტის პირობებში ჩვენი მთავრობის წევრები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები მობრძანდებიან პარლამენტის კედლებში. მაგრამ ნელ-ნელა, რაც უფრო მეტჯერ ხდება ეს მობრძანება, აშკარად ვხედათ, აი ეს კათედრა ნელ-ნელა ემსგავსება საბჭოური ყრილობის მსვლელობას, რადგან ისმის მხოლოდ თავმოწონება, ისმის მხოლოდ ნახევარი სიმართლე, ისმის სიცრუე და როდესაც სიცრუესაც ვეღარ ამბობენ, მაშინ კონფიდენციალობასაც ამოეფარებიან ხოლმე.
ჩვენი კოლეგა ბატონი აკაკი [აკაკი ზოიძე], რა კარგი სახელი გაქვთ ბატონო აკაკი და ზოგჯერ რანაირ აზრებს გვეუბნებით იმიტომ, რომ კვერი დაუკრათ მთავრობის წევრებს, რომ თქვენი ზეამოცანა ყოფილა რაღაც მოღვაწეობა. ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით გინდათ შებუროთ ის რეალობა, რა რელობაც აქვს საზოგადოებას და ხალხს.
და ხალხს რა რეალობა აქვს? იმის მაგივრად, თუნდაც უყურონ სერიალებს, თურქული იქნება თუ ინდური, ადამიანები უყურებენ კომიტეტის სხდომებს, სესიის მიმდინარეობას იმიტომ, რომ იქნება სესიიდან, კომიტეტიდან მოისმინონ რაღაც სასარგებლო მათთვის. და ეს სასარგებლო არის ერთადერთი მხოლოდ - სიმართლე; სიმართლე, რომელსაც ჩვენი მაღალი რანგის ჩინოვნიკები აქ არ ამბობენ.
ბატონო კობა, [კობა გვენეტაძე] როდესაც მე შეკითხვას ვსვამ, იმიტომ კი არა, ცნობისმოყვარეობა მკლავს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც უმუშევრად არიან დარჩენილები და არა მხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები არამედ სხვებიც, უყურებენ რომ რაიმე სიმართლე თქვათ აქედან თქვენ, მაგრამ არა - თქვენ სიმართლეს არ ამბობთ. სიმართლეს არ ამბობს თქვენი კოლეგა ფინანსთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ა.შ. და მერე მოხდება ისე, თქვენი კოლეგა იუსტიციის მინისტრივით, სასამართლო პროცესს წააგებთ, ცხადია არა აქ, საერთაშორისო ასპარეზზე და მაშინ, თქვენი კონფიდენციალობა ნამდვილად ვეღარ გიშველით.
ჩემთვის გასაგებია, ძალიან ძნელია ბრძანოთ სიმართლე, ალბათ იმიტომ, შინაგანი ცენზორი გეუბნებათ, რომ ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეთ, ასეთი ვითარებაა ახლა ქვეყანაში, მაგრამ ვიცი უნაგირებიც გაქვთ, დეზებიც გაქვთ, მათრახიც გაქვთ და გამოაჩინეთ ის ცხენები, რადგან სამსახურში წასვლა-წამოსვლის დროს თვალი შეავლოთ იმ უნაგირს და იმ დეზებს, თვალი შეაჩვიოთ და მერე იქნებ მოგინდეთ კიდეც იმ ცხენის შეკაზმვა.
აი, ბევრი ცხენის თქარათქური კი ნამდვილად მოიყვანს ამ ქვეყანაში იმ უკეთესობას, რასაც ზეამოცანები, თუნდაც ინკლუზიური, ვერაფერს უშველის,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


