საზოგადოება
ნატო ჩხეიძე: ისევ 31 ოქტომბერი თუ იღონებს რამეს... მანამდე - უნდა გავძლოთ, მანამდე- დარდები უნდა ვაგროვოთ
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის განაპირას დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ 3-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: შემგროვებლები...
ჩოხელის დარდების შემგროვებელი გამიგია და ღამურებისა აქამდე აბა ვის გაეგო.
აი, თუ არა?..
ღამურებს აგროვებდაო...
რათაო?..
კოვიდის გასავრცელებლად, აბა სხვა რათა!
ეს ღამურები წინა საუკუნეში ბომბეიდან ლონდონამდე გათხრილი გვირაბით უნდა გადაეყვანათ ალბათ.
საუკუნე გადის და არც არაფერი იცვლება...
და ჰკა მაგასა-მ არ დააყოვნა.
3 თვიანი ციხე ცხონვალის არე-მარეში რეცეპტივით გამოუწერეს უცოდველ ბიჭს.
ვინც კი გადაუყვანიათ მავთულხლართების იქით, ყველა ხომ უცოდველია, -
ზოგი სოკოს კრეფდა,
ზოგი ძროხას მოდენიდა,
ზოგი თავის ბაღში თოხნიდა, ზოგი სალოცავში იმყოფებოდა...
ხალხზე მზრუნველი მთავრობა ( როგორც “ ოცნება” თავის თავს უწოდებს) სად არის? რად არ პატრონობს თავის ხალხს?
თუმც, “ოცნება” ხომ თავისად მარტო თავის მეგუნდრუკეებს და “შემომწირველებს” მიიჩნევს.
ხალხი კი უპტრონოდ არის მიტოვებული და უნუგეშო ყოფაშია;
ყოველ ახალ დღეს შიშით ხვდებისნ;
ვის სად წამოავლებენ ხელს, არავინ იცის.
მავთულხლათები კი მოიწევს და მოიწევს...
სადამდე?..
ისევ 31 ოქტომბერი თუ იღონებს რამეს...
მანამდე - უნდა გავძლოთ.
მანამდე- დარდები უნდა ვაგროვოთ,“- დაწერა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეოაღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.
„მისი ინტერესის მთავარი საგანი ღამურები იყვნენ, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფლებში არცევსა და ღრომში ბინადრობენ“, – განაცხადა ე.წ. უსაფრხოების კომიტეტმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოდგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, 30 ივლისს, ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ღამურების ეპიზოდზე აღარ უსაუბრია.
დღეს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 - თვიანი პატიმრობა მიუსაჯა ხვიჩა მღებრიშვილს. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


