საზოგადოება
ნატო ჩხეიძე: გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი... საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“
გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია. ახლა საფიქრალი გამიჩინეს, რა ვუყო ამ „ეშმაკისეულ თანხას“, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხის“ პოლიტიკური ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ოცნების დაპირებები
ოცნების ხელისუფლება დაპირებებს რომ არ ასრულებს, კი ვიცოდი, მაგრამ გადაჭარბებით თუ არ შეასრულებდა, ოცნებისგანაც ძნელი წარმოსადგენი იყო:)
ასე, მაგალითად:
- განცხადებებს შემოიტანენ თუ არა პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები, მაშინვე, უმოკლეს ვადაში დავაკმაყოფილებთო.
და რა, არც არაფერი.
- რომ აცდენენ სხდომებს, ხელფასებს არ მივცემთო.
აქაც,- არც არაფერი.
უფრო ზუსტად კი, სულ პირიქით.
გუშინ ჩამერიცხა საპარლამენტო ხელფასი, თანაც უკლებლივ. ერთი თეთრიც არ დაკლებია...
ახლა საფიქრელი გამიჩინეს, რა ვუყო ამ “ეშმაკისეულ თანხას”, როგორც ეს შალვა ნათელაშვილმა უწოდა:)
ბიუჯეტში დავაბრუნო?..
არაა, ისევ თავიანთ კორუფციულ სქემებს მოახმარენ.
ქველმოქმედებაში?..
ან ვის გააწვდენ და თანაც დაგვამუნათებენ, ორი კურდღლის დაჭერა მოინდომესო...
სამოქალაქო აქტივისტებს გადასცე და ერთ ყიჟინას ატეხს ეს ოცნება, უყურეთ, უყურეთ, რევოლუციას აფინანსებს ოპოზიციაო:)
ერთი სიყტვით, აღარ ვიცი, რა წყალს მივეცე, რა ვუყო ამ თანხას?.
ჰოდა, თქვენ მოგმართავთ, მეგობრებო, მირჩიეთ, გადავწყვიტოთ.“ – წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


