პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს
პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძე ფრაქციას ტოვებს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემაში „არჩევანი“ თქვა, სადაც მიწვეული იყო „იბერია ტვ“-სა და „ომეგა ჯგუფში“ მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ.
დეპუტატს წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. ის განმარტებების გაკეთებას სესიაზე აპირებს.
„ამ შექმნილმა გარემოებამ და ვითარებამ და არა მარტო ამან გადამაწყვეტინა და გადამადგმევინა ეს ნაბიჯი“, - განმარტა ჩხეიძემ.
მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერისთვის, ირმა ინაშვილისთვის. მან აღნიშნა, რომ ჩხეიძის წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს.
„გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასე გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად. სხვათა შორის, მინდოდა შეხვედრა ქალბატონ ნატოსთან, რატომღაც არ მიპასუხა. ვეცდები, კიდევ ერთხელ დავუკავშირდე და შევეცდები, რომ შეხვდე. თუ არ შევხდით, შევხდებით ქუთაისში პლენარულ სხდომაზე“, - უთხრა ინაშვილმა რუსთავი 2-ს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


