პოლიტიკა
ნატო ჩხეიძე: ერთ კალაშნიკოვთან 10 წუთიანი შეხვედრა კი არა, ას კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს ასი დღე საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ჩემს ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე
როგორც კი ქართული ოცნების წევრებს ჩემს მწვავე კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, მაშინვე დემაგოგიაზე გადადიან, - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
„მოგესალმებით, კოლეგებო და განსაკუთრებით მივესალმები ბატონ სოზარს, ბატონ გიორგის და ბატონ მამუკას.
როგორც კი ქართული ოცნების წევრებს ჩემს მწვავე კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა არ შეუძლიათ, მაშინვე დემაგოგიაზე გადადიან და : “ თქვენ ის არა ხართ, მოსკოვში რომ იყავით და დუმის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ბრძანდებოდითო?” გამარჯვებულის იერით აღნიშნავენ. და “ ეს რა რიტორიკული ცვლილებებიაო” მერე გაიოცებ- გაიკვირვებენ კიდეც.
არა, ბატონო ოცნებელებო, ეგ არ არის პასუხი იმ მწვავე პრობლემებზე, თქვენი მმართველობისას ნაწილიბრივ უთაობითა და უფრო მეტი კი კორუფციული სქემებით რომ არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში.
და კიდევ, თქვენ რომ ოდნავი წარმოდგენა მაინც გქონდეთ, ვინ არის მამაჩემი - ოთარ ჩხეიძე საქართველოს ისტორიისათვის, რა გავლენა მოუხდენია მის ნათქვამსა თუ ნაწერს ტოტალიტარული ქვეყნის მოქალაქეების შეგნებაზე, რა რეპრესიები განუცდია და რა ღისებითა და გაბედულებით აუტანია, არ იკადრებდით დემაგოგიას ჩემს მიმართ, რადგან თავად მიხვდებიდით, რომ ოთარ ჩხეიძის ოჯახში აღზრდილი შვილის მდგრად მენტალობაზე.
ერთ კალაშნიკოვთან 10 წუთიანი შეხვედრა კი არა, ას კალაშნიკოვთან რომ მომიწიოს ასი დღე საუბარი, იოტისოდენა ცვლილება ვერ მოხდება ჩემს ბავშვობიდანვე ჩამოყალიბებულ ცნობიერებაზე.
აქვე გაგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატს კი არა, რუსეთის პრეზიდენტს რომ ზვიად გამსახურდია შეხვედრია, მას მერე ხუნტის მიმდევრები სწორედ ამ ერთი შეხვედრის გამო ამუნათებდნენ საქართველოს პრეზიდენტს და მერე დაამხეს კიდეც რუსული იარაღით.
მას შემდეგ სულ ასეა: საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამამხობელთა სულიერი შთამომავლები და რეალურად კი რუსეთთან ფარულად კავშირში მყოფნი პირადად თუ პარტიულად, - კიცხავენ მათ, ვისაც ახდილი შეხვედრა ერთხელ მაინც ჰქონია რუსეთის პოლიტიკურ წარმომადგენლებთან და თავიანთი ვეება ჭკუით ამით ვითომ ამხელენ და ნიშს უგებენ პოლიტიკურ ოპონენტებს.
და კიდევ: რუსეთში ჩასვლა ქართული ოცნებელების აზრით ნეტავ რატომ უნდა იყოს დასაძრახი, როცა მათი იდეური მამა სწორედ რუსული პოლიტიკური ტრამალების ფინანსური პირმშოა.
ასე, რომ, კოლეგებო, არც ჩემს და არც სხვათა მიმართ დემაგოგია ვერას გიშველით, როცა ასე აშკარად ვერ სცემთ ხოლმე პასუხს თქვენთვის უსიამოვნო კითხვებს ჩვენი ქვეყნის დაქცეული ეკონომიკის, გაქცეული ვალუტის, უხეიროდ მართული პანდემიისა თუ უმართავი ბორდერიზაციის გამო და თქვენი მოიარებითი პასუხებით და დემაგოგიური განცხადებებით მხოლოდ ასე უხერხულად აშიშვლებთ საკუთარ თავს და საკუთარ პარტიულ პოზიციებს,“- განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


